სიახლეები

სიახლეები
უცხოეთი

ტრამპმა ლათინური ამერიკის ნარკოკარტელების განადგურების მიზნით ახალი სამხედრო ალიანსი შექმნა

დონალდ ტრამპმა ლათინური ამერიკის ნარკოკარტელების განადგურების პირობა დადო და ამ მიზნით სამხედრო ალიანსი შექმნა. კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ მან „ამერიკის ფარის“ (Shield of the Americas) სამიტზე განაცხადა, რომელსაც ლათინური ამერიკის 10-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრო. შეხვედრა 7 მარტს, მაიამის მახლობლად, ტრამპის გოლფ-კლუბში გაიმართა. სამიტს არ ესწრებოდნენ მექსიკის, ბრაზილიისა და კოლუმბიის პრეზიდენტები. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმების არსი „ბოროტი

წაკითხვა
უცხოეთი

ზელენსკი: დღემდე არ არის არანაირი პროგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით და არც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზე

დღემდე არ არის არანაირი პროგრესი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე. არ არის პროგრესი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზეც, მიუხედავად იმისა, რომ ევროპა აღიარებს, რომ ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, პაკეტების ბლოკირება კვლავ გრძელდება. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ტელეფონით ისაუბრა. „ფაქტობრივად, მომავალი კვირა

წაკითხვა
უცხოეთი

დონალდ ტრამპი კირ სტარმერს: არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთვებიან

არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთვებიან, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მისამართით. „გაერთიანებული სამეფო, ოდესღაც ჩვენი დიდი მოკავშირე, შესაძლოა, ყველაზე დიდიც, საბოლოოდ სერიოზულად ფიქრობს ახლო აღმოსავლეთში ორი ავიამზიდის გაგზავნაზე. არა უშავს, პრემიერ-მინისტრო სტარმერ, ჩვენ ისინი აღარ გვჭირდება, მაგრამ ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ. ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში

წაკითხვა
უცხოეთი

გერმანიის ვიცე-კანცლერი: ძალიან მკაფიოდ ვამბობ: ეს ჩვენი ომი არ არის, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მივიღებთ

გერმანია ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს ჩვენი ომი არ არის, – განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბეილმა. კლინგბეილის თქმით, ირანის ხელისუფლება „ტერორისტული რეჟიმია“, თუმცა საჰაერო დარტყმები, სავარაუდოდ, პრობლემას მუდმივად ვერ გადაწყვეტს და არსებობს სერიოზული კითხვები მათ საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაზე. „ძალიან მკაფიოდ ვამბობ: ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ ამ ომში მონაწილეობას

წაკითხვა
უცხოეთი

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა დაბომბა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა დაბომბა. მათივე ცნობით, ამერიკულ სამხედრო ბაზას „მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემებით“ დაესხნენ თავს. BBC იუწყება, რომ ბაჰრეინში განგაშის სიგნალი ამოქმედდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მოქალაქეებს უსაფრთხო ადგილას გადასვლისკენ მოუწოდა.

წაკითხვა
უცხოეთი

ისრაელის მედია: გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, შესაძლოა, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი დაჭრილია

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების ინფორმაციით, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც მის მემკვიდრედ განიხილება, შესაძლოა, გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაჭრილია. ამის თაობაზე The Times of Israel-ი წერს. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებში მიიჩნევენ, რომ ხამენეის ვაჟი ცოცხალია. ცნობისთვის, მოჯთაბა ხამენეი ირანის უზენაესი ლიდერობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება.

წაკითხვა
საზოგადოება

გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! 

დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა. მსოფლიოში ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული, ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა. 1975 წელს 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომაც აღიარა. ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა.

წაკითხვა
უცხოეთი

დუბაიში რაკეტის ნამსხვრევებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დუბაიში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC არაბთა გაერთიანებული საამიროების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. მათივე თქმით, ინციდენტი ალ-ბარშას რაიონში მოხდა. მამაკაცი მანქანას მართავდა, რა დროსაც ნამსხვრევები მანქანას დაეცა.

წაკითხვა
პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ. ერთადერთი, რასაც ვერ ვაპატიებთ ჩვენს თავს, ეს იქნება, რომ ქვეყანაში ვერ შევინარჩუნოთ მშვიდობა, რადგან ეს არის ახლა მთავარი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის

ერთადერთი, რასაც ვერ ვაპატიებთ ჩვენს თავს, ეს იქნება, რომ ჩვენ ქვეყანაში ვერ შევინარჩუნოთ მშვიდობა, რადგან ეს არის ახლა მთავარი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. მისი თქმით, მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. „როდესაც რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ეთერში ვთქვი, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვინაიდან

წაკითხვა
პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმს არასოდეს ჰქონია ადგილი

თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ ნაბუქოდონოსორიდან მოყოლებული დღემდე, საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმს არასოდეს ჰქონია ადგილი, – წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა X-ზე. მისი განცხადებით, მთელ მსოფლიოში დევნილი, ჩაგრული და კეთროვანივით განკვეთილი ებრაელობა მხოლოდ საქართველომ ჩაიკრა გულში, დღემდე ასე გრძელდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება. „მთელ მსოფლიოში დევნილი, ჩაგრული და კეთროვანივით განკვეთილი ებრაელობა

წაკითხვა