ზელენსკი: დღემდე არ არის არანაირი პროგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით და არც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზე
დღემდე არ არის არანაირი პროგრესი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე. არ არის პროგრესი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზეც, მიუხედავად იმისა, რომ ევროპა აღიარებს, რომ ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, პაკეტების ბლოკირება კვლავ გრძელდება. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ტელეფონით ისაუბრა. „ფაქტობრივად, მომავალი კვირა