ნიკოლოზ სამხარაძე – ვიმედოვნებთ, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გაღრმავდება და განვითარდება, ერთად დავდგებით ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვისთვის
აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის არჩევის შემდეგ დიდი იმედი გვაქვს, რადგან იდეოლოგიურად ერთსა და იმავე პოზიციაზე ვდგავართ, ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებები, არის ჩვენი შიდა და საგარეო პოლიტიკის საფუძველი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ში, სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა. „მე ვარ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა