სიახლეები

სიახლეები
უცხოეთი

ირანის პრეზიდენტი: ირანი მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებს წყვეტს

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ქვეყნის დროებითმა მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ დაესხას თავს მეზობელ სახელმწიფოებს. მისი თქმით, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხვევები, თუ მეზობელ ქვეყნებში მდებარე ამერიკული ბაზებიდან ირანზე თავდასხმა განხორციელდება. „გუშინ დროებითმა მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ნებისმიერი თავდასხმა და რაკეტების გაშვება მეზობელი ქვეყნების მიმართულებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ირანზე თავდასხმა ამ ტერიტორიებიდან მოხდება“,

წაკითხვა
უცხოეთი

NBC News: ტრამპი ირანში ამერიკული ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირად საუბრებში ამბობს, რომ ის ირანში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შეყვანით არის დაინტერესებული. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს. რამდენიმე წყარომ ტელეარხს დაუდასტურა, რომ ტრამპი ქვეითი ჯარისკაცების გაგზავნის იდეას თავის თანაშემწეებთან და „რესპუბლიკური“ პარტიის წარმომადგენლებთან თეთრი სახლის ფარგლებს გარეთ განიხილავდა. საუბრებში ის ომის შემდგომი ირანის საკუთარ ხედვას ვიწრო წრეს უზიარებდა. მისი ხედვის თანახმად, ირანული ურანი

წაკითხვა
სამართალი

გავრცელებული ინფორმაციით, ძმები კაკულიების დეიდაშვილმა მასზე შეიარაღებული თავდასხმა მოიგონა 

25 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ვერის სასაფლაოზე შეიარაღებული თავდასხმის შესახებ – ფაქტი გაშუქდა, როგორც „ორმხრივი სროლა“ და „სისხლიანი ანგარიშსწორება“, რომელსაც თითქოს ახალგაზრდა მამაკაცი მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ტანზე ჯავშანჟილეტი ეცვა. მეტი დამაჯერებლობისთვის, გავრცელდა ნატყვიარი ჯავშანჟილეტის ფოტოც.  მამაკაცი, რომელსაც მედიაში თავდასხმის მსხვერპლად წარმოადგენდნენ გიორგი რუხაძეა, მეტსახელად „ქოჩორა“ – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ბრალდებული ძმების, დათა და გუგა კაკულიების დეიდაშვილი.

წაკითხვა
ეკონომიკა

სები: საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს, დაახლოებით 6.65 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია

2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 358.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები დაახლოებით 6.65 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. სწორედ აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების

წაკითხვა
უცხოეთი

ნიკოლ ფაშინიანი: არ მახსენდება, ოდესმე მეთქვას, რომ ჩვენ მივდივართ დასავლეთისკენ. როგორც წესი, ვამბობ, რომ ჩვენ არცერთი კონკრეტული მიმართულებით არ მივდივართ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მას არასდროს უთქვამს, რომ ერევანი დასავლეთისკენ მიდის. როგორც სომხეთის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, როგორც წესი, ის ამბობს, რომ ქვეყანა არცერთი კონკრეტული მიმართულებით არ მიდის. „მე ბევრი განცხადება გამიკეთებია, მაგრამ არ მახსენდება, ოდესმე მეთქვას, რომ ჩვენ მივდივართ დასავლეთისკენ. როგორც წესი, ვამბობ, რომ ჩვენ არცერთი კონკრეტული მიმართულებით არ მივდივართ“, – განაცხადა ფაშინიანმა. ის აგრეთვე

წაკითხვა
უცხოეთი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს უნგრეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს თავი შეიკავონ უნგრეთში გამგზავრებისგან. როგორც უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რეკომენდაცია მას შემდეგ გაიცა, რაც უნგრეთში უკრაინის სახელმწიფო ბანკის, „ოშჩადბანკის“ შვიდი თანამშრომელი და ორი დაჯავშნილი საინკასაციო ავტომობილი, რომლებითაც ფული და ოქრო გადაჰქონდათ, დააკავეს. „ბუდაპეშტში უკრაინის შვიდი მოქალაქის გატაცებისა და სახელმწიფო ბანკის ქონების ხელში ჩაგდების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტრო

წაკითხვა
პოლიტიკა

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი: კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კერძო სექტორში ინვესტირების გზით გავაგრძელებთ საქართველოს ამბიციის მხარდაჭერას, იყოს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რეგიონული კარიბჭე

ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს პარტნიორობის შესახებ, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასატო კანდამ. როგორც აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა აზიის განვითარების ბანკის პრიორიტეტია. „საქართველოს პრემიერ-მინისტრს მივულოცე ძლიერი მაკროეკონომიკური პარამეტრები და რიკოთის მონაკვეთის მშენებლობის დასრულება. ეს არის საოცარი პროექტი,

წაკითხვა
პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ნაყოფიერი თანამშრომლობისა და პარტნიორობის საითხები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტ მასატო კანდას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას შეეხო. ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკის სექტორში. განიხილეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის საინვესტიციო პორტფელი. აღინიშნა, რომ ADB-ის ინვესტიცია, როგორც საჯარო, ისე

წაკითხვა
პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის

ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად, – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. „ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის. სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს

წაკითხვა
ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა: სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა – ეს საუკეთესო „დაზღვევაა“ გარე შოკების წინააღმდეგ

სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა – ეს საუკეთესო „დაზღვევაა“ გარე შოკების წინააღმდეგ – წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა სოციალურ ქსელ X-ზე, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკი კვლავ რჩება საქართველოსთვის ერთ-ერთ უმსხვილეს განვითარების პარტნიორად. „ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ფინანსთა მინისტრთან

წაკითხვა