ზურაბ ქადაგიძე: ევროპას არ აქვს ვიზის შეჩერების სამართლებრივი მექანიზმი და თუ მაინც იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ეს იქნება სუფთა პოლიტიკური საკითხი
არაფრით არ შეიძლება შევყვეთ მათ დანაღმულ ველზე – ჩათრევის პრინციპი ჩვენ თავად აგვაფეთქებს – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის თემით სპეკულირებაზე გააკეთა კომენტარი. როგორც ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს სიმტკიცე მოქმედებებში. „ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სწორი და ხანდახან ხისტი დამოკიდებულება. პირდაპირ და ღიად უნდა ვესაუბროთ ამ ადამიანებს და მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება,“