აშშ-ში უკრაინის ელჩი – რუსეთის ნოვოროსიისკის პორტზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა გაგვაფრთხილა, რომ ამან ამერიკის ეკონომიკურ ინტერესებზე გავლენა მოახდინა
რუსეთის ნოვოროსიისკის პორტზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა გაგვაფრთხილა, რომ ამან ამერიკის ეკონომიკურ ინტერესებზე გავლენა მოახდინა, – ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა. „მოვისმინეთ, რომ ნოვოროსიისკის პორტზე უკრაინის დარტყმებმა ზოგიერთ ამერიკულ ინვესტიციაზე გავლენა მოახდინა, რომელიც ყაზახეთის მეშვეობით ხორციელდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოვისმინეთ, რომ ამერიკულ ინტერესებზე შეტევისგან თავი უნდა შევიკავოთ“, – განაცხადა აშშ-ში უკრაინის ელჩმა. ელჩის ცნობით, აღნიშნულ