სიახლეები

სიახლეები
პოლიტიკა

მეტრეველი: ევრობიუროკრატების მოწოდებების ფონზე, საქართველოს რუსეთთან სრული ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტაზე, ბულგარეთმა კოზლოდუის ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციას ნებართვა მისცა, გააგრძელოს საჭირო მასალების შეძენა რუსეთიდან

სინამდვილეში როგორ ამცირებს ევროკავშირი რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას – იცოდე სიმართლე. ევროპელი ბიუროკრატების საქართველოს რუსეთთან სრული ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტის ისტერიული მოწოდებების ფონზე, ბულგარეთის მთავრობამ კოზლოდუის ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციას განსაკუთრებული ნებართვა მისცა, გააგრძელოს საჭირო აღჭურვილობისა და მასალების შეძენა რუსეთიდან, – წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ფაქტია, რომ ევროპულ ქვეყნებს ჯერ არ შეუძლიათ რუსეთთან ურთიერთობების

წაკითხვა
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „იმედის ბანკზე“: თუკი ასეთი ბანკი შეიქმნება და იქნება შესაძლებელი, რომ ფიზიკურმა პირებმა გახსნან ანგარიში, მე აუცილებლად გავხსნი ანგარიშს

თუკი ასეთი ბანკი შეიქმნება და იქნება შესაძლებელი, რომ ფიზიკურმა პირებმა გახსნან ანგარიში, მე აუცილებლად გავხსნი ჩემს ანგარიშს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია საკუთარ ბანკს შექმნის, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“. შალვა პაპუაშვილის თქმით, თუკი შესაძლებელი იქნება, რომ ფიზიკური პირების ანგარიშებიც გაიხსნას, თავადაც სიამოვნებით გახსნის ანგარიშს „იმედის ბანკში“. ცნობისთვის,

წაკითხვა
ეკონომიკა

TV IMEDI: უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით „იმედის ბანკი”

ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. ამ ნდობის წყალობით, ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი საქართველოში. მიუხედავად ჩვენ მიმართ ცინიკური არგუმენტებით თავდასხმისა და შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟისა, ჩვენს მაყურებელს გვინდა ვუთხრათ, რომ „იმედს“ არანაირი, მათ შორის არც ფინანსური პრობლემა არ ექნება. არასდროს გვქონია რეკლამის ან ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა იმ კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს,

წაკითხვა
საზოგადოება

ბექა ოდიშარია: მაღალრეიტინგული მაუწყებლების დასანქცირება ნიშნავს ძალადობას მილიონობით მსმენელსა და მაყურებელზე, ქართველები ყველაზე მეტად ვერ იტანენ უსამართლობას

თავისუფალი სიტყვის სანქცირება ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ მისი უდიდესი ნაწილი სოლიდარობას უცხადებს „პოსტივის“ და „იმედის“ ჟურნალისტებს, – წერს თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში. ბექა ოდიშარია აღნიშნავს, რომ მაღალრეიტინგული მაუწყებლების დასანქცირება ნიშნავს ძალადობას არა კონკრეტულ მაუწყებლებზე, არამედ მილიონობით მსმენელსა და მაყურებელზე. „უბინძურესი ენით მაუწყებელი ე.წ. ტელევიზიის დამფუძნებელს, ყოფილ დამნაშავე

წაკითხვა
საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო ბათუმში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალშობილის მკურნალობაში ჩაერთო – ბავშვს რთული ოპერაცია ჩაუტარდა

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მომხდარ მძიმე შემთხვევასთან დაკავშირებით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც უწყებაში “რუსთავი 2”-ს განუცხადეს, სამინისტროს წარმომადგენლები ფაქტის დადგომისთანავე დაუკავშირდნენ კლინიკის ადმინისტრაციას და ადგილზე შესაბამისი დახმარება შესთავაზეს. მათივე ცნობით, ახალშობილის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, სამინისტროს ინიციატივით, დაუყოვნებლივ შეიკრიბა კონსილიუმი, რომელშიც ჩართულნი არიან ჯანდაცვის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა

წაკითხვა
ეკონომიკა

თურქეთის ვაჭრობის მინისტრი: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებისკენ მიისწრაფვის

აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა სხვა ქვეყნებისთვის სტრატეგიული პარტნიორობის მოდელს წარმოადგენს, – ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა კახეთის რეგიონში გამართულ აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის მე-7 ბიზნეს ფორუმზე განაცხადა. მინისტრმა ხაზი გაუსვა სამ ქვეყანას შორის ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერების მნიშვნელობას: „დიდი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლობის გაფართოებას ენერგეტიკის, ტრანსპორტის, პორტებისა და აეროპორტების ოპერაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში. მთავრობის წარმომადგენლების მთავარი მოვალეობაა

წაკითხვა
უცხოეთი

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი გიუმრიში მდებარე რუსული ბაზის დახურვას არ გეგმავს – „ჩვენ რუსეთთან უახლოესი პარტნიორები ვართ, გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები“

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ოფიციალურ ერევანს ქალაქ გიუმრიში მდებარე რუსული ბაზის დახურვასთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ აქვს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. „ჩვენ არანაირი გეგმა, პროგრამა ან შეშფოთება რუსული სამხედრო ბაზის ყოფნასთან დაკავშირებით არ გვაქვს. ჩვენ რუსეთთან უახლოესი პარტნიორები ვართ, გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები“, – განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერმა აგრეთვე რუსეთს მადლობა გადაუხადა,

წაკითხვა
ეკონომიკა უცხოეთი

კვლევამ 29 000 სავაჭრო ტრანზაქცია გამოავლინა, რომლებიც 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიებზე რეგისტრირებულმა კომპანიებმა განახორციელეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულმა კვლევამ 29 000 სავაჭრო ტრანზაქცია გამოავლინა, რომლებიც 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის საზღვარგარეთის ტერიტორიებზე რეგისტრირებულმა კომპანიებმა განახორციელეს, რაც ჯამში 8 მილიარდი დოლარის (5.9 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) იყო. რუსული აგრესიის მეოთხე წლისთავზე ეკონომიკური სანქციები კვლავ საერთაშორისო რეაგირების ცენტრალურ საყრდენად რჩება, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა კი ფართომასშტაბიანი ზომები დააწესეს,

წაკითხვა
ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით. აღინიშნა, რომ სამმხრივი ფორუმი 2012 წლიდან ტარდება და წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც სამმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტიანი პლატფორმა. შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების

წაკითხვა
მთავარი თემა

დიდი ბრიტანეთის ელჩი მივიდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ის ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმის გამო ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს

დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი მივიდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ის ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რა იყო ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საფუძველი. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, როდესაც ამ თემაზეა საუბარი, მას ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძველი სჭირდება. ქვეყნის პირველი დიპლომატის შეფასებით, ცინიკურია, როდესაც დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად „იმედსა“ და „პოსტივიზე“

წაკითხვა