ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს
სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „რადიო საფრანგეთის“ (RFI) სომხურ რედაქციასთან ინტერვიუში იმ შეკითხვის საპასუხოდ, ცდილობს თუ არა სომხეთი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას. პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები ვეღარ იქნება ისეთივე, როგორიც ადრე იყო, რადგან მაშინ აზერბაიჯანთან კონფლიქტი