სიახლეები

სიახლეები
საზოგადოება

ᲡᲕᲔᲢᲘᲪᲮᲝᲕᲚᲝᲑᲘᲡ ᲓᲦᲔᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ, ᲨᲘᲝ ᲛᲔᲡᲐᲛᲔ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲐᲠᲗᲚᲛᲐᲓᲘᲓᲔᲑᲔᲚᲘ ᲔᲙᲚᲔᲡᲘᲘᲡ ᲬᲛᲘᲜᲓᲐ ᲡᲘᲜᲝᲓᲘᲡ ᲬᲔᲕᲠᲔᲑᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ ᲬᲘᲠᲕᲐᲡ ᲡᲕᲔᲢᲘᲪᲮᲝᲕᲚᲘᲡ ᲡᲐᲞᲐᲢᲠᲘᲐᲠᲥᲝ ᲢᲐᲫᲐᲠᲨᲘ ᲐᲦᲐᲕᲚᲔᲜᲡ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს. წირვას დაესწრებიან სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები და უცხოეთიდან

წაკითხვა
საზოგადოება

ᲓᲐᲕᲘᲗ ᲡᲝᲜᲦᲣᲚᲐᲨᲕᲘᲚᲘ FAO-Ს ᲒᲔᲜᲔᲠᲐᲚᲣᲠ ᲓᲘᲠᲔᲥᲢᲝᲠᲡ ᲥᲣ ᲓᲝᲜᲟᲣᲡ ᲨᲔᲮᲕᲓᲐ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათავო ოფისში გამართული სურსათის მსოფლიო ფორუმის (World Food Forum 2026) ფარგლებში, FAO-ს გენერალურ დირექტორს, ქუ დონჟუს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და FAO-ს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ფარგლებში

წაკითხვა
საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: ,,ტვ პირველისა” და ,,ფორმულას” წარმომადგენლები, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, წლების განმავლობაში არაერთ დიდ საეკლესიო დღესასწაულზე ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას – შეზღუდვის მიზანი არ არის მედიის საქმიანობის ხელშეშლა, არამედ, ლიტურგიკული წესრიგისა და მომლოცველთა ინტერესების დაცვა

ხვალ, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად, თანხმობა, აკრედიტაცია არ მიეცათ ტელეკომპანიების – ,,ტვ პირველისა” და ,,ფორმულას” ჟურნალისტებს, – წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, აღნიშნული ტელეკომპანიების წარმომადგენლები წლების განმავლობაში დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე არღვევდნენ ტაძრის ტერიტორიაზე მოქმედ შინაგანაწესს და ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას. ამის მაგალითად დეკანოზს გასულ წელს მომხდარი

წაკითხვა
უცხოეთი

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მთავრობა მას გადაყენებას უპირებენ. როგორც კლიჩკომ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, გადაყენების მცდელობის მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ თითქოს ქალაქის ხელმძღვანელობა ზამთრისთვის არასათანადოდ არის მომზადებული. „ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები ავრცელებენ უსაფუძვლო ბრალდებებს, თითქოს გათბობის სეზონის დაწყებას ხელი შეეშალა. ადგილობრივი თვითმმართველობის განადგურებას ცდილობენ.

წაკითხვა
პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

მათ გასაგონად, ვინც არ იცის, მინდა ვთქვა, რომ ადამიანები წინა დღეს საკაცით გამოჰყავდათ, სახლში მიჰყავდათ, რათა სტატისტიკურად ციხეში გარდაცვლილად არ ჩათვლილიყვნენ. იმ დროს ციხეებში ადვოკატები ციხიდან კილომეტრის მოშორებით იდგნენ. მაგალითად, მე ან ჩემი კოლეგები, ვინც ვბედავდით და შევდიოდით ნაწამებ ადამიანებთან, გვეუბნებოდნენ: „ხომ იცი, ახლა ადეიშვილი გვიყურებს, ვერ შემოვალ და ჩემი დიდი პატივისცემა“, მაგრამ დღეს გამოდიან

წაკითხვა
პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში. სადღობელაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველო უბრალოდ ქვეყანა კი არა, საკუთარი დიდი ოჯახია, თითოეული

წაკითხვა
პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

მინდა გამოვეხმაურო ქალბატონ ვიკა ფილფანს და შევახსენო, რომ საქართველოს კონსტიტუციაში სოციალური სახელმწიფოს იდეა სწორედ ირაკლი კობახიძის მიერ არის ჩაწერილი, ასევე მინდა შევახსენო და ვუთხრა, რომ სიღარიბის დონე მხოლოდ უკანასკნელ ხუთ წელიწადში სამჯერ არის შემცირებული და დაახლოებით 30%-დან 9%-მდე არის ჩამოსული. მხოლოდ გუშინ, პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, რომ 45 ლარით იზრდება პენსია მომავალი წლიდან და განათლება გახდა უფასო

წაკითხვა
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას

ევროკავშირის საბჭოს სხდომისას კაია კალასის და სხვათა მიერ გაკეთებული განცხადებები არის იმის აღიარება, რომ საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის პოლიტიკამ მარცხი განიცადა და მხოლოდ და მხოლოდ დააზიანა ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესები,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ყოველთვის იყო და იქნება მზად ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ

წაკითხვა
პოლიტიკა

პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება – არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები

გუშინ დასრულდა ბიუჯეტის განხილვის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავდა კომიტეტებში და ფრაქციებში განხილვას. ამის შემდეგ შენიშვნებით გადავა მთავრობაში და გადამუშავებული ვარიანტი დაგვიბრუნდება ნოემბერში. რა აჩვენა ბიუჯეტის განხილვამ? – აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტი არის დაბალანსებული, სოციალურად ორიენტირებული და აქვს ძალიან კარგი ეკონომიკური მაჩვენებელი, როგორიც არის ეკონომიკური ზრდა და ბიუჯეტის დეფიციტი, მთავრობის ვალი, –  ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის

წაკითხვა
პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს

თოთხმეტი წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც ქართველმა ხალხმა ქვეყნის განვითარების ახალი გზა აირჩია. ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით შესაძლებელი გახდა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დასრულება. ეს იყო არჩევანი ადამიანის ღირსების, მშვიდობისა და დამოუკიდებელი საქართველოს სასარგებლოდ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი განცხადებით, დღეს წარსულისა და აწმყოს გათანაბრებას

წაკითხვა