განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოსა და თურქეთს შორის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, შეთანხმება გაფორმდა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრმა იუსუფ თექინმა. „თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ განათლების სისტემაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. განსაკუთრებული