3-4 ოქტომბერს „თბილისობა“ ხუთ ადგილზე მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება
3-ოქტომბერს, „თბილისობა“ მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ადგილზე აღინიშნება, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს. „ყველა ადგილზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები დახვდებათ. ღონისძიების ტერიტორიაზე ტრადიციულად განთავსდება სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები და ღია