სიახლეები

სიახლეები
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ენერგეტიკა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და სამომავლოდაც ენერგეტიკის განვითარება დარჩება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად

ის შედეგები, რაც ჩვენ გვაქვს ენერგეტიკის სფეროში თითოეული თქვენგანის დამსახურებაა და ამისათვის მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ, დღეს, ვმუშაობთ არამხოლოდ ამ შედეგების შენარჩუნებაზე, არამედ ჩვენი ენერგეტიკის სისტემისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე, რაც ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ენერგეტიკოსებს

წაკითხვა
უცხოეთი

კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ მოამზადა „ფარას“ გამკაცრების კანონპროექტი, რომელიც შესაძლოა, ინფლუენსერებზეც გავრცელდეს

იუსტიციის დეპარტამენტი მკაცრ ზომებს ატარებს არარეგისტრირებული აგენტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ახალი კანონპროექტი ცვლის „ფარას“. „ჩემი ახალი კანონპროექტი ცვლილებებს შეიტანს „ფარას“ კანონში, რათა მისი მოქმედება გავრცელდეს ინფლუენსერებზეც, მაქსიმალური ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ონლაინ სივრცეში“, – წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი. ცნობისთვის, იუსტიციის დეპარტამენტს სურს, საზოგადოებას შეახსენოს ფედერალური კანონების შესახებ,

წაკითხვა
პოლიტიკა

თენგო თევზაძე: ოპოზიციური ალიანსი რა შემადგენლობითაც შეიქმნა, არ არსებობს

ოპოზიციური ალიანსი იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც შეიქმნა, არის დისფუნქციური, – ამის შესახებ პარტია “ახალის” გენერალურმა მდივანმა, თენგო თევზაძემ, გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა. თევზაძე საუბრობს პროტესტის საწყის ეტაპზე, ასევე, ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაციის გაწყვეტაზე და გამოთქვამს წუხილს, თითქოს “კოალიცია ცვილებებისთვის” მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები გაჟღერდა. “პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ალიანსის ის ანონსი, რომელიც 31 მარტს გააკეთა

წაკითხვა
ეკონომიკა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ინოვაციური პროტოტიპების კონკურსი „Smart Stay“ გაიმართება

26-27 სექტემბერს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ჰაკათონი სახელწოდებით „Smart Stay“ მესამედ ჩატარდება. ინფორმაციას GITA ავრცელებს. პროექტის მთავარი მიზანია სასტუმრო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტებისა და პროტოტიპების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციასა და ქვეყანაში ინოვაციური მეწარმეობის განვითარებას. ჰაკათონში ჩართვა შეუძლია 16 წლიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, როგორც ინდივიდუალურად,

წაკითხვა
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: თუკი დავხედავთ რუსეთის, უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის ცას, პირდაპირ ჩანს, თუ რა არის ფასი ომის და კონფლიქტის – ჩვენ მშვიდობის კუნძული აღმოვჩნდით იმ მართლაც შეშლილ სამყაროში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. სწორედ ის, რომ ჩვენი ინტერესებით ვმოქმედებთ, აღმოჩნდა მშვიდობის შენარჩუნების მთავარი რეცეპტი

უსაფრთხოების დაცვა, ეროვნული ინტერესები და შენარჩუნებული მშვიდობა – აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს გარშემო არსებული არასტაბილური გარემო მიმოიხილა და ხაზი გაუსვა ხელისუფლების პოზიციას ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით, რაც მისივე შეფასებით, მშვიდობის შენარჩუნების მთავარი რეცეპტია. პაპუაშვილმა, ასევე ისაუბრა საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესებს საკუთარზე წინ აყენებენ

წაკითხვა
პოლიტიკა

გია აბაშიძე: „ვოლტ ჯორჯია“ არ პროპაგანდირებს ვოუქიზმის სახით მავნებლურ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას – ის გაცილებით უარესს აკეთებს: სარეკლამო სახედ იყენებს ნაცექსტრემისტთა ერთ-ერთ სახედაკარგულ არარაობას, ვინმე Kordz-ს

აშშ-ში მომხმარებელთა ბოიკოტმა არაერთ დიდ კომპანიას რეალურად უკან დაახევინა ვოუქიზმის მავნებლური პროპაგანდის ტირაჟირებისგან. ყველაზე თვალსაჩინოა Bud Light, Target, Tractor Supply და სხვა. საქართველოს შემთხვევაში, შპს „ვოლტ ჯორჯიას“ მიერ სარეკლამო კამპანიისთვის აკაცუკის, ალექსანდრე კორძაიას, იგივე Kordz-ის, შერჩევა არის „ვოლტის“ მომხმარებელთა შეურაცხყოფა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მმართველი გუნდის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

წაკითხვა
პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი „ვოლტის“ სარეკლამო კამპანიაზე: DJ კორძისთვის ფულის გადახდითა და მისი სიფათის გატრენდებით, ხომ არ ხდება კომპანია მოსახლეობაში პოლიტიკური შუღლის გაღვივების თანამონაწილე? ნანუკა ჟორჟოლიანისა და ბაია პატარაიას მხრიდან ამ რეკლამის ასეთი აქტიური „საფორთი“ ამ მიმართულებით ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს

კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი სიფათი სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს! – ასე ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, კომპანია „ვოლტის“ რეკლამაში DJ კორძის მთავარ პერსონაჟად გამოჩენას. კუჭაშვილი სვამს კითხვას, კომპანია „ვოლტი“ აღნიშნული ქმედებით თავად ხომ არ ხდება პოლიტიკური შუღლის გაღვივების თანამონაწილე,

წაკითხვა
პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი Wolt-ს: თითქოსდა წარმატებული კომპანია იყავით, რომელმაც დღეს ისეთ ნეხვში ჩააბიჯა, როგორიცაა ე.წ. მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია (მეტსახელად Kordz-ი). ეს ის “შემოქმედია” თქვენი პოტენციური კლიენტების მილიონნახევარს “ოლე-ოლე”-თი დედას რომ აგინებს ქუჩა-ქუჩა და რომელსაც აწ უკვე სამარცხვინო კომპანიის სამარცხვინო რეკლამაში იღებთ

დღეს თქვენი ჯერიც დადგა. თითქოსდა წარმატებული კომპანია იყავით, რომელმაც დღეს ისეთ ნეხვში ჩააბიჯა – როგორიცაა ე.წ. მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია (მეტსახელად Kordz-ი). ეს ის “შემოქმედია” თქვენი პოტენციური კლიენტების მილიონნახევარს “ოლე-ოლე”-თი დედას რომ აგინებს ქუჩა-ქუჩა და რომელსაც თქვენ საკუთარი აწ უკვე სამარცხვინო კომპანიის სამარცხვინო რეკლამაში იღებთ, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი Wolt-ის

წაკითხვა
პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი Wolt-ის რეკლამაში მუსიკოს Kordz-ის მონაწილეობაზე: როგორც მომხმარებელს, მაქვს არჩევანის უფლება, Wolt-ს ბოიკოტს ვუცხადებ – ჯერ სარეკლამო კამპანიის სახედ ირჩევ ადამიანს, რომლის გამონათქვამებიც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა მძიმე შეურაცხყოფად აღიქვა, შემდეგ იმავე ადამიანებს ეუბნები: ჩვენი აპლიკაცია გახსენით და ფული ჩვენთან დახარჯეთ

ყოჩაღ, Wolt! ნამდვილად ორიგინალური მარკეტინგია, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, მუსიკოს Kordz-ის მონაწილეობას საკურიერო კომპანია Wolt-ის რეკლამებში. მისი თქმით, თუ მომხმარებლის პოლიტიკური არჩევანი Wolt-ს სასაცილოდ ეჩვენება, არც ის უნდა გაუკვირდეს, თუ იმ მომხმარებელს შემდეგ აპლიკაციის წაშლაც არ დაეზარება. ,,ჯერ სარეკლამო კამპანიის სახედ ირჩევ ადამიანს, რომლის საჯარო გამონათქვამებიც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა მძიმე შეურაცხყოფად აღიქვა, შემდეგ

წაკითხვა
პოლიტიკა

რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილ პრესსპიკერს, იულია მენდელს სტრასბურგში მდებარე ევროპარლამენტის შენობაში შესვლა აუკრძალეს

„რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილ პრესსპიკერს, იულია მენდელს სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში შესვლა აუკრძალეს. იოზვიაკის თქმით, მენდელი 17 სექტემბერს ულტრა-მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო. „ზელენსკის ყოფილ პრესსპიკერს, იულია მენდელს, სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში შესვლა აუკრძალეს. ის ხვალ იქ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე უნდა

წაკითხვა