კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ მოამზადა „ფარას“ გამკაცრების კანონპროექტი, რომელიც შესაძლოა, ინფლუენსერებზეც გავრცელდეს
იუსტიციის დეპარტამენტი მკაცრ ზომებს ატარებს არარეგისტრირებული აგენტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ახალი კანონპროექტი ცვლის „ფარას“. „ჩემი ახალი კანონპროექტი ცვლილებებს შეიტანს „ფარას“ კანონში, რათა მისი მოქმედება გავრცელდეს ინფლუენსერებზეც, მაქსიმალური ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ონლაინ სივრცეში“, – წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი. ცნობისთვის, იუსტიციის დეპარტამენტს სურს, საზოგადოებას შეახსენოს ფედერალური კანონების შესახებ,