პიტერ სიიარტო: ბრიუსელი შეაქებდა საქართველოს და ქართველ ხალხს, თუ ისინი ომში წავიდოდნენ, ან გეი ქორწინებას დააკანონებდნენ. ვინაიდან საქართველოს არ სურს ზემოჩამოთვლილის გაკეთება, არ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ ბრიუსელი შეგაქებთ
ბრიუსელში ყველა შეაქებდა საქართველოს, თუ საქართველო მზად იქნებოდა დაეთმო საკუთარი სუვერენიტეტი, თუ საქართველო დაუშვებდა, რომ ბრიუსელი ჩარეულიყო მის შიდა საქმეებში, – განაცხადა ქართველ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ. ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ აქვს განსხვავებული მიდგომა ბრიუსელს საქართველოს მიმართ, რა არის ამის მიზეზი. „ბრიუსელში ყველა შეაქებდა საქართველოს, თუ საქართველო მზად