ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა ოპოზიციაზე: გმირობა გააუფასურეს, ამაში ჩვენც გარკვეულწილად ვუწყობთ ხელს. ჩვენ ვამბობთ, რომ ციხეში ვინც სხედან გმირები არიან, ვიღაც 7 დღე დაჯდა და გმირია – სხვა რამეა გმირობა
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა „გმირობა გააუფასურეს“. ამის შესახებ მან გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა. ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში არსებობს 90 კაციანი სია, რომლებსაც ეროვნულ გმირებს უწოდებენ, მაგრამ აქედან 26-მა მათგანმა საპროცესოს მოაწერა ხელი, მისივე თქმით, თავად უწყობენ ხელს გმირობის გაუფასურებას. „გმირობა გააუფასურეს, ამაში ჩვენც გარკვეულწილად ვუწყობთ ხელს.