Reuters: დიდი ბრიტანეთი გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის „კონვერსიული თერაპიების“ კრიმინალიზაციას გეგმავს
დიდმა ბრიტანეთმა წარადგინა გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს იმ ძალადობრივი და მავნე თერაპიების კრიმინალიზაციას, რომლებიც ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლისკენ არის მიმართული. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა კონვერსიული პრაქტიკების შესახებ კანონპროექტი ინგლისისა და უელსისთვის, რომელიც კრძალავს ე.წ. „კონვერსიულ თერაპიებს“. ამგვარი პრაქტიკის განმახორციელებლებს შესაძლოა დაეკისროთ შეუზღუდავი ოდენობის ჯარიმა და/ან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.