სიახლეები

სიახლეები
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ☁️ თბილისში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. 🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 14-15 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა 14-15 თებერვალს დღისით +18 +20 გრადუსი დაფიქსირდება, 16 თებერვალს

წაკითხვა
მნიშვნელოვანი

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფების წევრებმა, NATO-ს საზღვაო ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მიიღეს მონაწილეობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფების 11-მა წევრმა, თურქეთის რესპუბლიკაში, NATO-ს საზღვაო ოპერაციაში „ზღვის მცველი“ (Operation Sea Guardian) მიიღო მონაწილეობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს შორის, 2025 წლის 21 ნოემბერს ხელი მოეწერა ტექნიკურ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიწვევის საფუძველზე,

წაკითხვა
პოლიტიკა

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, „თუ მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტზე მეტი დეტალი გახმაურდება, ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს ჯანმრთელობა შეერყევათ”

ოპოზიციის დღის წესრიგი არის, რომ ყველაფერთან დაკავშირებით ბუნდოვანება შემოიტანონ და საზოგადოება კიდევ უფრო დააბნიონ, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აშშ-ში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე. მან აღნიშნა, რომ ვიზიტის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადებები სრულიად საკმარისია. „განცხადება

წაკითხვა
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეროვნული ინტერესები პირად წყენაზე მაღლა უნდა იდგეს, ბატონმა პეტერმა 30-წლიანი სანიმუშო პარტნიორობა სამ წელიწადში რომ დაანგრია, ამ მარტივი ჭეშმარიტების ვერ გააზრების ნიშანია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს. „სხვათა შორის, ორიოდე კვირის წინ 50 წელი შემისრულდა. ნიშანდობლივია, რომ მის ვრცელ ინტერვიუში, ბატონი პეტერი, არც ერთხელ არ ახსენებს ჩემს თანამდებობას და მხოლოდ გვარით მომიხსენიებს. როგორც ჩანს, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეობასთან ერთად, არც

წაკითხვა
მნიშვნელოვანი

სახელმწიფო დეპარტამენტის რბილი ტონი საქართველოსთან დაკავშირებით – რას ამბობს სახდეპი ერთ-ერთი გამოცემის კითხვის პასუხად

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის. ამის შესახებ პროპაგანდისტულ  “ნეტგაზეთს” აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გაგზავნილი კითხვის პასუხად მოსწერა. პროპაგანდისტულმა “ნეტგაზეთმა” აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ჰკითხა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველო – ირანს შორის ამჟამად არსებულ ურთიერთობებს აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობებზე და უფრო ფართო რეგიონულ პოლიტიკურ საკითხებზე. უცვლელად გთავაზობთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ პროპაგანდისტული “ნეტგაზეთისთვის” გამოგზავნილ პასუხს: „ამერიკის

წაკითხვა
საზოგადოება

ტექნიკურ უნივერსიტეტს მისაღებ სტუდენტთა კვოტა მხოლოდ 300-ით შეუმცირდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წელს დაახლოებით 300-ით ნაკლები სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ექნება, ვიდრე გასულ წელს. მთავრობამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის მისაღები სტუდენტების რაოდენობის შესახებ დადგენილება უკვე გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მომავალ სასწავლო წელს, სტუ-ის მიერ საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა 3880-ით განისაზღვრა. გასულ წელს კი კვოტა 4207 იყო, ხოლო ჩარიცხულთა რაოდენობამ 3575 შეადგინა.

წაკითხვა
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში

2026 წლის 13-15 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენციაში. კონფერენციის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

წაკითხვა
მთავარი თემა

მთავრობა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის აქტიურ ფაზაში გადადის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიგრაციის საკითხის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს. იგი აღნიშნავს, რომ მიგრაციისა და მიგრაციული პოლიტიკის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება აუცილებელია და კონკრეტულ მონაცემებს ასახელებს. „მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პირველადი მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 3,914,000-ს შეადგენს, საიდანაც უცხოელი მაქსიმუმ 257 ათასი, ანუ მოსახლეობის 6.6 პროცენტია. დაზუსტებისთვის, ამაში შედის ყველა უცხოელი, საქართველოში არალეგალურად მყოფი მიგრანტების ჩათვლით”, – აღნიშნავს პრემიერი. მისი

წაკითხვა
მთავარი თემა საზოგადოება

როგორ განაწილდა მისაღები კვოტები უნივერსიტეტებისთვის?

სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით. • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები. •საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო- ტექნიკურ დისციპლინებზე.

წაკითხვა
ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე შესვლა და ინვესტირება ხელს შეუწყობს რეზერვების დივერსიფიკაციას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (CIBM) წვდომის მოპოვება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საერთაშორისო რეზერვების მართვის ეფექტიანობას და ხელს შეუწყობს მათი დივერსიფიკაციის პროცესს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს საფინანსო ბაზარზე – ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (China Interbank Bond Market – CIBM) წვდომა საქართველოს ეროვნულ ბანკსა

წაკითხვა