თურქული მედია: საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთში, შესაძლოა, ურთიერთობების დათბობაზე მიანიშნებდეს
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ოთხშაბათს თურქეთს ეწვევა უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს მე-6 სხდომაზე დასასწრებად. ოფიციალური პირები ამ ვიზიტს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ. თურქეთის კომუნიკაციების სამმართველოს ინფორმაციით, მიცოტაკისი ანკარაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ჩავა. სხდომას ორივე ლიდერი თანათავმჯდომარეობას გაუწევს და მასში მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი მინისტრები ორივე მხრიდან. მოსალოდნელია, რომ საბჭო დეტალურად