სიახლეები

სიახლეები
უცხოეთი

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მთავრობა მას გადაყენებას უპირებენ. როგორც კლიჩკომ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, გადაყენების მცდელობის მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ თითქოს ქალაქის ხელმძღვანელობა ზამთრისთვის არასათანადოდ არის მომზადებული. „ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები ავრცელებენ უსაფუძვლო ბრალდებებს, თითქოს გათბობის სეზონის დაწყებას ხელი შეეშალა. ადგილობრივი თვითმმართველობის განადგურებას ცდილობენ.

წაკითხვა
პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

მათ გასაგონად, ვინც არ იცის, მინდა ვთქვა, რომ ადამიანები წინა დღეს საკაცით გამოჰყავდათ, სახლში მიჰყავდათ, რათა სტატისტიკურად ციხეში გარდაცვლილად არ ჩათვლილიყვნენ. იმ დროს ციხეებში ადვოკატები ციხიდან კილომეტრის მოშორებით იდგნენ. მაგალითად, მე ან ჩემი კოლეგები, ვინც ვბედავდით და შევდიოდით ნაწამებ ადამიანებთან, გვეუბნებოდნენ: „ხომ იცი, ახლა ადეიშვილი გვიყურებს, ვერ შემოვალ და ჩემი დიდი პატივისცემა“, მაგრამ დღეს გამოდიან

წაკითხვა
პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში. სადღობელაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველო უბრალოდ ქვეყანა კი არა, საკუთარი დიდი ოჯახია, თითოეული

წაკითხვა
პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

მინდა გამოვეხმაურო ქალბატონ ვიკა ფილფანს და შევახსენო, რომ საქართველოს კონსტიტუციაში სოციალური სახელმწიფოს იდეა სწორედ ირაკლი კობახიძის მიერ არის ჩაწერილი, ასევე მინდა შევახსენო და ვუთხრა, რომ სიღარიბის დონე მხოლოდ უკანასკნელ ხუთ წელიწადში სამჯერ არის შემცირებული და დაახლოებით 30%-დან 9%-მდე არის ჩამოსული. მხოლოდ გუშინ, პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, რომ 45 ლარით იზრდება პენსია მომავალი წლიდან და განათლება გახდა უფასო

წაკითხვა
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას

ევროკავშირის საბჭოს სხდომისას კაია კალასის და სხვათა მიერ გაკეთებული განცხადებები არის იმის აღიარება, რომ საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის პოლიტიკამ მარცხი განიცადა და მხოლოდ და მხოლოდ დააზიანა ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესები,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ყოველთვის იყო და იქნება მზად ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ

წაკითხვა
პოლიტიკა

პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება – არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები

გუშინ დასრულდა ბიუჯეტის განხილვის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავდა კომიტეტებში და ფრაქციებში განხილვას. ამის შემდეგ შენიშვნებით გადავა მთავრობაში და გადამუშავებული ვარიანტი დაგვიბრუნდება ნოემბერში. რა აჩვენა ბიუჯეტის განხილვამ? – აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტი არის დაბალანსებული, სოციალურად ორიენტირებული და აქვს ძალიან კარგი ეკონომიკური მაჩვენებელი, როგორიც არის ეკონომიკური ზრდა და ბიუჯეტის დეფიციტი, მთავრობის ვალი, –  ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის

წაკითხვა
პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს

თოთხმეტი წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც ქართველმა ხალხმა ქვეყნის განვითარების ახალი გზა აირჩია. ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით შესაძლებელი გახდა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დასრულება. ეს იყო არჩევანი ადამიანის ღირსების, მშვიდობისა და დამოუკიდებელი საქართველოს სასარგებლოდ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი განცხადებით, დღეს წარსულისა და აწმყოს გათანაბრებას

წაკითხვა
პოლიტიკა

შოთა ხაბარელი სპორტსმენების ბულინგზე: ქაცარავა იმ გუნდის წევრია, რომელმაც ჩვენს საზღვართან ჩაიხადა და ის უმსგავსობა ჩაიდინა. ეს ადამიანი და მართლა ქვეყნის სირცხვილი, შალვა ნათელაშვილი გამოდიან და ამბობენ, ბექაური თავის გვარს არცხვენსო- როგორ შეიძლება ბექაურზე ასეთი რამე თქვა?

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა სპორტსმენების მიმართ განხორციელებულ ბულინგსა და კრიტიკაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუღებელია საქართველოს შიდა მტრების მხრიდან სპორტსმენების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება. კერძოდ, ის გამოეხმაურა დავით ქაცარავასა და შალვა ნათელაშვილის განცხადებებს, რომლებმაც ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს პატრიოტიზმი დაუწუნეს და გვარის შემარცხვენელი უწოდეს. „მინდა გამოვეხმაურო იმ უმსგავსობებს, რასაც ჩვენი ქვეყნის

წაკითხვა
პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს

მე ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს, – ამის შესახებ “თავისუფალი ხალხის პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, გადაცემაში “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე” საუბრისას განაცხადა. როგორც რაქვიაშვილმა განმარტა, გასაგებია, რომ ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები შესაძლოა მხარს უჭერდნენ ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც “ქართული ოცნების” შეცვლა სურთ, მაგრამ, მისივე თქმით, შეუძლებელია ვერ დაინახო

წაკითხვა
უცხოეთი

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს

სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „რადიო საფრანგეთის“ (RFI) სომხურ რედაქციასთან ინტერვიუში იმ შეკითხვის საპასუხოდ, ცდილობს თუ არა სომხეთი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას. პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები ვეღარ იქნება ისეთივე, როგორიც ადრე იყო, რადგან მაშინ აზერბაიჯანთან კონფლიქტი

წაკითხვა