„ფაინენშელ თაიმსი“ – ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებენ, დონალდ ტრამპის მიმართ საჯარო კრიტიკა შეარბილოს
ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებენ, დონალდ ტრამპის მიმართ საჯარო კრიტიკა შეარბილოს, – ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირში შიშობენ, რომ ტრამპის მისამართით ზელენსკის მწვავე განცხადებებმა, შესაძლოა, კიდევ უფრო დააზიანოს ისედაც დაძაბული ურთიერთობები ვაშინგტონსა და კიევს შორის. „შესაძლოა, ის, რასაც ზელენსკი ამბობს, სიმართლეა, მაგრამ ყველაფრის ხმამაღლა თქმა საჭირო არ არის“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ. „ფაინენშელ თაიმსთან“