რომეო მიქაუტაძეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულს ჩამოერთმევა ქონება, მათ შორის ბინა ესპანეთში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა. მასვე, აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება. მოსამართლის გადაწყვეტილებით, რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთმევა ესპანეთის ბინა, მცხეთის სახლი, მანქანები – „Mercedes-Benz“, „RANGE ROVER“, „Lexus“, 1200კვ მეტრი ნაკვეთი, ნახიდურის 15%-იანი წილი, ამოღებული ნივთები. ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან