სიახლეები

სიახლეები
საზოგადოება

არსებული ინფორმაციით, თურქეთიდან ექიმი ჩამოვა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მკურნალობის პროცესში ჩაერთვება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მკურნალობის პროცესში თურქეთიდან ჩამოსული ექიმი ჩაერთვება. არსებული ინფორმაციით, საქართველოში თურქეთიდან რეანიმატოლოგს დღეს ღამით ჩამოიყვანენ. ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა.

წაკითხვა
უცხოეთი

Politico: ევროკავშირის და აშშ-ის ურთიერთობები თხელ ყინულზე დგას

ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები თხელ ყინულზე დგას. ინფორმაციას Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროპელმა ლიდერებმა ფაქტობრივად ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ირანთან მიმართებით და ჰორმუზის სრუტის გახსნის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არ დაეხმარონ. როგორც Politico წერს, ამით, ტრანსატლანტიკური განხეთქილება კიდევ უფრო გაიზარდა. მოკავშირეების პოზიციით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაღიზიანებულია.

წაკითხვა
უცხოეთი

Bloomberg: უკრაინამ, შესაძლოა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დახმარება ვეღარ მიიღოს

უკრაინამ, შესაძლოა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დახმარება ვეღარ მიიღოს. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ფონდში სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ, თუ რამდენად შეძლებს კიევი რვა მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტიდან დახმარების მიღებას, თუკი საკანონმდებლო ცვლილებებს ვერ განახორციელებს. უკრაინის უმაღლეს რადას მარტის ბოლომდე აქვს ვადა, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში მთელი რიგი ცვლილებები შეიტანოს. სწორედ ამ რეფორმაზე იქნება დამოკიდებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის

წაკითხვა
სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 18 ივნისს, ხაშურის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლის მამას, განსაკუთრებული სისასტიკით დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული

წაკითხვა
საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქზე: ვითარება კვლავ ძალიან რთულია – ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ეს იმის გათვალისწინებით, რომ ჰემოდინამიკის დასტაბილურებამდე კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია. „ესაა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამ მომენტში, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები სტაბილურად

წაკითხვა
მთავარი თემა მნიშვნელოვანი

კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ ილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება

კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ყველა საჭირო მკურნალობა უტარდება, რათა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები მაქსიმალურად დასტაბილურდეს. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა სოფიო ასპანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პატრიარქი ამჟამად კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა ყველა სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც ესაჭიროებოდა სისხლდენის კუპირების, ანუ შეჩერებისთვის.

წაკითხვა
უცხოეთი

ჟოზეპ ბორელი: ფონ დერ ლაიენი აგრძელებს თავისი უფლებამოსილების გადამეტებას. კალასმა კი უფრო მკაფიოდ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის დარღვევები, რადგან ევროკავშირი კარგავს ნდობას, როდესაც საერთაშორისო ნორმებს შერჩევითად იყენებს

ევროკავშირმა ვერ შეძლო აშშ-ის პასუხისგებაში მიცემა საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის, – განაცხადა ბლოკის ყოფილმა მთავარმა დიპლომატმა ჟოზეპ ბორელმა. მან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ძალაუფლების მიტაცებაში დაადანაშაულა და ვაშინგტონთან მის მიერ შეთანხმებული სავაჭრო პაქტის უარყოფისკენ მოუწოდა. POLITICO-სთან საუბრისას ჟოზეპ ბორელმა, რომელიც 2019-2024 წლებში ფონ დერ ლაიენის ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენელი იყო, განაცხადა, რომ აშშ-ის

წაკითხვა
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი იქნება. მეორეს მხრივ, ვხედავთ გარკვეულ პასიურობას, მეტის მოლოდინი გვაქვს და გარკვეულწილად იმედგაცრუება არის

საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში ჩვენ გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ნიშნულიდან დაწყება იქნება შესაძლებელი. მეორეს მხრივ, მაინც ვხედავთ გარკვეულ პასიურობას, ჩვენ მეტის მოლოდინი გვაქვს და გარკვეულწილად იმედგაცრუება არის, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან მედიასთან საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს მოლოდინი, თუმცა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ამჯერად

წაკითხვა
უცხოეთი

კაია კალასი: ჩვენს ინტერესებშია, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს

ევროკავშირის წევრი ქვეყნები იმსჯელებენ იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეუძლია ევროპას ჰორმუზის სრუტის ღიად შესანარჩუნებლად, – აცხადებს ბლოკის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი. „ჩვენს ინტერესებშია, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს“, – განაცხადა კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ. კონფლიქტის დაწყების შემდეგ რამდენიმე გემზე განხორციელდა თავდასხმა, როდესაც ისინი ცდილობდნენ ნავიგაციას ვიწრო სრუტეში, რომელზეც, როგორც წესი, მსოფლიო ნავთობის

წაკითხვა
უცხოეთი

ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ლიმიტირებული და მიზნობრივი“ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ დაიწყეს „შეზღუდული და მიზნობრივი სახმელეთო ოპერაციები „ჰეზბოლას“ ძირითადი საყრდენი პუნქტების წინააღმდეგ“. IDF-ის განცხადებით, სამხრეთ ლიბანში ჯარების შესვლამდე, ტერიტორიაზე განხორციელდა დარტყმები „მრავალ ტერორისტულ სამიზნეზე“. ოპერაციის მიზანია „წინა ხაზის თავდაცვის ზონის გაძლიერება“ და რეგიონში „ტერორისტული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი“. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ კვლავაც „მტკიცედ იმოქმედებენ“ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ.

წაკითხვა