ზელენსკი კითხვაზე, რომ რომ აშშ უკრაინასა და რუსეთზე თანაბარ ზეწოლას ახორციელებს: არის გარკვეული ფიქრები, რომლებიც ჩემთვის უნდა დავიტოვო
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი კვლავ არ ავლენს ომის დასრულების რეალურ ინტერესს და კრემლის „თამაშების“ შესაჩერებლად საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გაცილებით ძლიერი ზეწოლაა საჭირო. გამოცემა Politico-სთან საუბრისას, ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა ვაშინგტონიდან მომავალ სიგნალებზე, რომლებიც უკრაინის მხრიდან გარკვეულ დათმობებზე წასვლას გულისხმობს. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ და დასავლეთმა უკვე მრავალ დათმობაზე მოაწერეს ხელი, თუმცა აგრესორი მხარე ამას