ესტონეთის დაზვერვის ვარაუდით, რუსეთი წელს ნატოს ქვეყნებს თავს არ დაესხმება
რუსეთი არ აპირებს ნატოს რომელიმე სახელმწიფოზე სამხედრო თავდასხმის განხორციელებას წელს ან მომავალ წელს, თუმცა გააგრძელებს თავისი შეიარაღებული ძალების აღდგენას, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი. ესტონეთის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ეს პროგნოზები მომავალ წელს უცვლელი დარჩება, რადგან ევროპამ მიიღო ზომები, რომლებიც რუსეთს აიძულებს, ყურადღებით განიხილოს თავისი ქმედებები ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ. „ევროპამ თავდაცვასა და შიდა