გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი, იორგ დორნაუ დააკავეს
გერმანელმა სამართალდამცველებმა საქსონიის მიწის პარლამენტის წევრი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, იორგ დორნაუ ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს. 56 წლის პოლიტიკოსი ადგილობრივი პარლამენტის სესიის მსვლელობისას დააკავეს. ის ჯერ დაკითხეს, ხოლო შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პარალელურად პოლიციამ მის სახლსა და ბიზნეს-ობიექტებში ჩხრეკა ჩაატარა. მანამდე ადგილობრივმა პარლამენტმა დორნაუს იმუნიტეტი მოუხსნა. დეპუტატის დაკავებას სესიის დროს