უცხოეთი

უცხოეთი
უცხოეთი

იანოშ ბოკა: ევროპა დგას გზაგასაყარზე, ფაქტობრივად ორად არის გაყოფილი – ბრიუსელის ელიტა საკუთარ ნებას ახვევს ევროპულ ერებს

ევროპა დგას გზაგასაყარზე, ფაქტობრივად ორად არის გაყოფილი. ბრიუსელის ელიტა საკუთარ ნებას ახვევს ევროპულ ერებს. საქმე ეხება ევროპის მომავალსა და ერების სუვერენიტეტს, – განაცხადა უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა იანოშ ბოკამ ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას. ბოკამ აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია სუვერენიტეტის დაცვა. „დღევანდელ ევროკავშირში ვხედავთ კონსტიტუციურ გადატრიალებებს, რომლებიც მიმდინარეობს ამომრჩევლის ნებართვის გარეშე. სუვერენიტეტის გარეშე ევროპული ინტეგრაცია აზრს კარგავს, რადგან სუვერენიტეტის

წაკითხვა
უცხოეთი

Reuters: ირანში აშშ-ის სახმელეთო ოპერაციის დაწყებას ამერიკელების მხოლოდ 7% უჭერს მხარს

Reuters-ის დაკვეთით კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, ამერიკელების უმეტესობა ფიქრობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო ოპერაციის დაწყების ბრძანებას გასცემს, თუმცა მას ცოტა ვინმე უჭერს მხარს. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ამერიკელების 65% ფიქრობს, რომ ტრამპი ირანში ჯარების შეყვანის ბრძანებას გასცემს, თუმცა სახმელეთო ოპერაციას გამოკითხულთა მხოლოდ 7% უჭერს მხარს. გამოკითხვის შედეგად გაიზომა ტრამპის რეიტინგიც. ის

წაკითხვა
უცხოეთი

Politico: ევროკავშირის და აშშ-ის ურთიერთობები თხელ ყინულზე დგას

ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები თხელ ყინულზე დგას. ინფორმაციას Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროპელმა ლიდერებმა ფაქტობრივად ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ირანთან მიმართებით და ჰორმუზის სრუტის გახსნის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არ დაეხმარონ. როგორც Politico წერს, ამით, ტრანსატლანტიკური განხეთქილება კიდევ უფრო გაიზარდა. მოკავშირეების პოზიციით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაღიზიანებულია.

წაკითხვა
უცხოეთი

Bloomberg: უკრაინამ, შესაძლოა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დახმარება ვეღარ მიიღოს

უკრაინამ, შესაძლოა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დახმარება ვეღარ მიიღოს. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ფონდში სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ, თუ რამდენად შეძლებს კიევი რვა მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტიდან დახმარების მიღებას, თუკი საკანონმდებლო ცვლილებებს ვერ განახორციელებს. უკრაინის უმაღლეს რადას მარტის ბოლომდე აქვს ვადა, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში მთელი რიგი ცვლილებები შეიტანოს. სწორედ ამ რეფორმაზე იქნება დამოკიდებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის

წაკითხვა
უცხოეთი

ჟოზეპ ბორელი: ფონ დერ ლაიენი აგრძელებს თავისი უფლებამოსილების გადამეტებას. კალასმა კი უფრო მკაფიოდ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის დარღვევები, რადგან ევროკავშირი კარგავს ნდობას, როდესაც საერთაშორისო ნორმებს შერჩევითად იყენებს

ევროკავშირმა ვერ შეძლო აშშ-ის პასუხისგებაში მიცემა საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის, – განაცხადა ბლოკის ყოფილმა მთავარმა დიპლომატმა ჟოზეპ ბორელმა. მან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ძალაუფლების მიტაცებაში დაადანაშაულა და ვაშინგტონთან მის მიერ შეთანხმებული სავაჭრო პაქტის უარყოფისკენ მოუწოდა. POLITICO-სთან საუბრისას ჟოზეპ ბორელმა, რომელიც 2019-2024 წლებში ფონ დერ ლაიენის ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენელი იყო, განაცხადა, რომ აშშ-ის

წაკითხვა
უცხოეთი

კაია კალასი: ჩვენს ინტერესებშია, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს

ევროკავშირის წევრი ქვეყნები იმსჯელებენ იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეუძლია ევროპას ჰორმუზის სრუტის ღიად შესანარჩუნებლად, – აცხადებს ბლოკის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი. „ჩვენს ინტერესებშია, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს“, – განაცხადა კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ. კონფლიქტის დაწყების შემდეგ რამდენიმე გემზე განხორციელდა თავდასხმა, როდესაც ისინი ცდილობდნენ ნავიგაციას ვიწრო სრუტეში, რომელზეც, როგორც წესი, მსოფლიო ნავთობის

წაკითხვა
უცხოეთი

ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ლიმიტირებული და მიზნობრივი“ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ დაიწყეს „შეზღუდული და მიზნობრივი სახმელეთო ოპერაციები „ჰეზბოლას“ ძირითადი საყრდენი პუნქტების წინააღმდეგ“. IDF-ის განცხადებით, სამხრეთ ლიბანში ჯარების შესვლამდე, ტერიტორიაზე განხორციელდა დარტყმები „მრავალ ტერორისტულ სამიზნეზე“. ოპერაციის მიზანია „წინა ხაზის თავდაცვის ზონის გაძლიერება“ და რეგიონში „ტერორისტული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი“. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ კვლავაც „მტკიცედ იმოქმედებენ“ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ.

წაკითხვა
უცხოეთი

ირანმა ისრაელის წინააღმდეგ იერიშებისას ახალი რაკეტა „სედჯილი“ პირველად გამოიყენა

ირანმა ისრაელის წინააღმდეგ იერიშებისას ახალი რაკეტა „სედჯილი“ პირველად გამოიყენა. ცნობა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის 54-ე ტალღის ფარგლებში ასევე გამოყენებული იყო ადგილობრივი წარმოების „ხეიბარ შეკანის“, „გარდის“, „ემადისა“ და „ხორამშახრის“ რაკეტები. პარალელურად, თეირანმა რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან სამხედრო თანამშრომლობა დაადასტურა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვი და პეკინი თეირანის სტრატეგიული პარტნიორები

წაკითხვა
უცხოეთი

ედ მილიბანდი: ნავთობის კრიზისის გამო რუსეთისთვის სანქციების დროებით შეჩერებას არ ვიზიარებთ და ამიტომაც სანქციებს ძალაში ვტოვებთ

დიდი ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტის ბლოკირებით გამოწვეული კრიზისის შესამსუბუქებლად, რუსეთისთვის სანავთობო სანქციების დროებით მოხსნის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ სრუტის გახსნისთვის მოკავშირეებთან ერთად გამოსავალს ეძებს. განცხადება გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკის მინისტრმა ედ მილიბანდმა Sky News-ის ეთერში გააკეთა.  „ჩვენ გვინდა სრუტის ხელახლა გახსნისთვის მოკავშირეებთან ერთად ვიმუშაოთ. არსებობს რიგი ზომები, რომელთა გატარებაც შეიძლება, მათ შორის ნაღმების საძიებო ავტონომიური აღჭურვილობის

წაკითხვა
უცხოეთი

Financial Times: უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები ძალას კარგავს, რადგან ტრამპის ყურადღება ირანზე გადადის

უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შენელდა და შესაძლოა კიევისთვის „კატასტროფად“ გადაიქცეს, – იტყობინება Financial Times-ი ოთხ ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით. მათი თქმით, აშშ-ის პრიორიტეტი ახლა ირანის ომია და მოლაპარაკებების პროცესი „საფრთხის ზონაში“ მოექცა. „უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებები ქრება, რადგან ტრამპის ყურადღება ირანზე გადადის“, – აღნიშნავს გამოცემა. ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა სიტუაციას ევროპისა და უკრაინისთვის „კატასტროფა“ უწოდა“. FT-ის წყაროების თქმით, ნავთობის ფასების

წაკითხვა