უცხოეთი

უცხოეთი
მნიშვნელოვანი უცხოეთი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ ვამბობდით, რომ გვსურს ,,ტრამპის მარშრუტის” მშენებლობა წლის ბოლოს ან შუა რიცხვებში დაიწყოს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად რეალისტურია ეს, ყოველ შემთხვევაში, ეს სურვილი იყო

,,ტრამპის მარშრუტის” შესახებ დისკუსიები არ შენელებულა, ჩვენ დოკუმენტებზე შეთანხმების პროცესში ვართ. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა კვირას, Armenian News-NEWS.am-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ვვარაუდობ, რომ შემდეგ ეტაპზე უნდა გაფორმდეს რაიმე სამთავრობათაშორისო შეთანხმება, რის შემდეგაც შეიქმნება ორგანიზაცია. ჩვენ ვამბობდით, რომ გვსურს ,,ტრამპის მარშრუტის” მშენებლობა წლის ბოლოს ან შუა რიცხვებში დაიწყოს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად

წაკითხვა
უცხოეთი

საუდის არაბეთის, თურქეთისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრები კვირას პაკისტანში აშშ-ირანის მოლაპარაკებების განსახილველად ჩავლენ

საუდის არაბეთის, თურქეთისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრები კვირას პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აშშ-ირანის მოსალოდნელი სამშვიდობო მოლაპარაკებების განსახილველად ჩავლენ. ინფორმაციას პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი, იშაქ დარი ავრცელებს. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრინცი ფაისალ ბინ ფარჰანი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი და ეგვიპტის პირველი დიპლომატი, ბადრ აბდელატი ისლამაბადს ორდღიანი ვიზიტით ეწვევიან და რეგიონში დაძაბულობის შესამცირებლად საჭირო

წაკითხვა
უცხოეთი

ორბანი ლატვიის პრემიერს ურჩევს მასზე თავდასხმის ნაცვლად, ზელენსკის მოსთხოვოს უნგრეთისთვის დაწესებული ნავთობის ბლოკადა მოხსნას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უსამართლო უწოდა ლატვიის პრემიერის, ევიკა სილინიას განცხადებას, სადაც მან უკრაინისთვის განკუთვნილი ევროკავშირის სესხის ბუდაპეშტის მხრიდან დაბლოკვა შანტაჟად შეაფასა და უნგრეთს ევროკავშირის შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდა. უნგრეთის პრემიერმა ლატვიელ კოლეგას ურჩია მასზე თავდასხმის ნაცვლად, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოსთხოვოს უნგრეთისთვის დაწესებული ნავთობის ბლოკადის მოხსნა. ორბანის თქმით, უნგრელებისთვის გაუგებარია, რატომ დგას ნატოს მოკავშირე და ევროკავშირის წევრი

წაკითხვა
უცხოეთი

Bloomberg-ის ინფორმაციით, უკრაინა ფინანსური კრიზისის ზღვარზეა და ომის საწარმოებლად ქვეყანას 2 თვის სამყოფი თანხა აქვს დარჩენილი

Bloomberg-ის ცნობით, უკრაინა ფინანსური კრიზისის ზღვარზეა და ომის საწარმოებლად ქვეყანას 2 თვის სამყოფი თანხა აქვს დარჩენილი. კიევში აცხადებენ, რომ სამხედრო უწყებას თანხა მხოლოდ ივნისამდე ეყოფა. უკრაინა ევროპისგან 90-მილიარდიან სესხს ელოდება, რომლის გადაცემასაც უნგრეთი ბლოკავს. სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის მოძიებას ბრიუსელი გაერთიანების გარეთ ცდილობს და დახმარებას „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს სთხოვს.

წაკითხვა
უცხოეთი

აშშ-ში გამოძიებას ითხოვენ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომლის მიხედვითაც უკრაინის მთავრობა ფარულ გეგმაზე მუშაობდა, რომ ამერიკის 2024 წლის არჩევნებში ბაიდენის საარჩევნო კამპანია ასობით მილიონი დოლარით დაეფინანსებინა

ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის მთავრობა USAID-ის დახმარებით, ფარულ გეგმაზე მუშაობდა, რომ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანია ასობით მილიონი დოლარით დაეფინანსებინა, ამერიკელი კანონმდებლები გამოეხმაურნენ. სენატორ რენდ პოლის თქმით, ახალი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამერიკის მიერ კიევისთვის განკუთვნილი ასობით მილიონი დოლარის ბაიდენის მხარდასაჭერად გადამისამართება იგეგმებოდა. სენატორი აღნიშნავს, რომ ეს კიდევ ერთი მიზეზია რის

წაკითხვა
უცხოეთი

ირანის შეიარაღებული ძალები – რეგიონში მდებარე სასტუმროები, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები არიან განთავსებულები, ჩვენი სამიზნეები გახდებიან

ირანის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ რეგიონში მდებარე სასტუმროები, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები არიან განთავსებულები, მათი სამიზნეები გახდებიან. „როდესაც ამერიკელი ძალები სასტუმროში შედიან, ჩვენი პერსპექტივიდან ეს სასტუმრო ამერიკული ხდება. უნდა დავდგეთ და ამერიკელებს ჩვენი დარტყმის საშუალება მივცეთ? როდესაც ვპასუხობთ, ბუნებრივია, უნდა დავარტყათ ყველგან, სადაც არიან“, – განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა აბოლფაზლ შეკარჩიმ.

წაკითხვა
უცხოეთი

The Wall Street Journal: ტრამპი ირანში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო ოპერაციის განსახორციელებლად ემზადება. ინფორმაციას The Wall Street Journal-ის კორესპონდენტი, ალექს უორდი სოციალურ ქსე X-ში ავრცელებს. „ტრამპი ირანის მიწაზე ამერიკული ჯარის შესაყვანად ემზადება, მაგრამ ამას ჯერ ვერ ბედავს ნაწილობრივ იმის გამო, რომ ამან, შესაძლოა, მის მიზნებს, რომელიც კონფლიქტის სწრაფ დასრულებას გულისხმობს, ავნოს“, – წერს კორესპონდენტი. მისი განმარტებით, ომის დასრულება მხოლოდ ტრამპზე

წაკითხვა
უცხოეთი

ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესზე საუბრობს – „მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასასრულებლად შესაძლო შეთანხმების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში აშშ-სა და ირანს შორის რამდენიმე საერთო ინტერესი არსებობს. „მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ორშაბათს ფლორიდაში. მან ასევე დასძინა, რომ იმედოვნებს, ჰორმუზის სრუტე მალე გაიხსნება. კითხვაზე, თუ ვინ გააკონტროლებს სრუტეს, ტრამპმა უპასუხა: „შესაძლოა მე“, და იქვე დასძინა, რომ ირანის ახალი

წაკითხვა
უცხოეთი

„მე და აიათოლა გავაკონტროლებთ“ – ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე ძალიან მალე გაიხსნება და მას აშშ და ირანი ერთობლივად გააკონტროლებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNN-ს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე „ძალიან მალე გაიხსნება“ და დასძინა, რომ ისურვებდა ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სავაჭრო გზის ხილვას აშშ-ისა და ირანის ერთობლივი კონტროლის ქვეშ. CNN-ის დაჟინებულ კითხვაზე, თუ „როდის უნდა ველოდოთ სრუტის გახსნას“, ტრამპმა უპასუხა: „ეს ძალიან მალე მოხდება“, თუკი ირანთან მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით გაგრძელდება. „ის ერთობლივი კონტროლის ქვეშ იქნება“, – დასძინა მან.

წაკითხვა
უცხოეთი

ევროპარლამენტარი კინგა გალი: ჩვენ არ გვინდა ბრიუსელში არსებული ბიუროკრატია, რომელიც ჩვენს ნაცვლად იღებს გადაწყვეტილებებს. ხალხის ნება უნდა იყოს გადამწყვეტი

„ჩვენ არ გვინდა ბრიუსელში არსებული ბიუროკრატია, რომელიც ჩვენს ნაცვლად იღებს გადაწყვეტილებებს. ხალხის ნება უნდა იყოს გადამწყვეტი“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, პარტია „ფიდესის“ ვიცე-პრეზიდენტმა კინგა გალიმ უნგრეთის პარლამენტში გამართულ პანელურ დისკუსიაზე. მისი თქმით, „ეწინააღმდეგებიან ეროვნული უფლებების ეტაპობრივ შემცირებას, როცა ბრიუსელის ელიტა ბოროტად იყენებს სამართლებრივ მექანიზმებს და კრიზისებს საკუთარი ძალაუფლების გასაძლიერებლად“. „დღეს ჩვენ იმ გზაზე ვდგავართ, სადაც უნდა

წაკითხვა