აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის თავმჯდომარე მაუწყებლებს სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის შესახებ „სიცრუის გავრცელების გამო“ ლიცენზიების გაუქმებით ემუქრება
აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების სააგენტოს ხელმძღვანელმა ამერიკული სამაუწყებლო კომპანიები ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გაშუქებისას „სიცრუესა და ახალი ამბების დამახინჯებაში“ დაადანაშაულა. ბრენდან კარმა, შაბათს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში „ფეიკ-ნიუსები“ გააკრიტიკა და დაიმუქრა, რომ მაუწყებლობის ლიცენზიებს გააუქმებს, თუ ინდუსტრია „კურსს არ გამოასწორებს“. „მაუწყებლებმა საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად უნდა იმუშაონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ლიცენზიებს დაკარგავენ“, – განაცხადა კარმა. თავის პოსტს მან დაურთო