პოლიტიკა

პოლიტიკა
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – საქართველო კავკასიის ბიომრავალფეროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობის რეგიონში მდებარეობს, საქართველოს მიდგომას სწორედ ამ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა წარმოადგენს

მოხარული ვარ, ვმონაწილეობ ბიოლოგიური მრავალფეროვნების საკითხებზე ერევანში გამართულ ლიდერთა სამიტში. მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და სომხეთის მთავრობას სამიტის ორგანიზებისთვის, რომელიც გვაერთიანებს თემაზე – „ლიდერები ბუნების დასაცავად“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო  კავკასიის ბიომრავალფეროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობის რეგიონში მდებარეობს და ეკოსისტემებისა და სახეობების

წაკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს, ჩვენი პრიორიტეტია, რომ ეკონომიკური ზრდის შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს

საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს. 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობის პრიორიტეტია, ეკონომიკური ზრდის შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს. „საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს. 2026 წლის

წაკითხვა
პოლიტიკა

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი დღეს საქართველოს ეწვევა

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი დღეს საქართველოს ეწვევა. მას ოფიციალური შეხვედრები ექნება როგორც პრემიერ-მინისტრთან ისე საგარეო საქმეთა მინისტრთან.გაერო-სა და ევროკავშირთან ერთად, ეუთო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა. მოლაპარაკებების მიზანია რეგიონში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგის ხელშეწყობა.

წაკითხვა
პოლიტიკა

ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის ადგილზე, დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი [სანქციების დაწესებას]

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი გუნდისთვის სანქციების დაწესებაზე იზრუნებდა. გვარამია მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შესახებ მსჯელობის იანვრამდე გადადება დიდი შეცდომაა, ვინაიდან ,,ქართული ოცნება” ნებისმიერ დათმობას სისუსტედ მიიჩნევს. ,,ნებისმიერი დათმობა მათ ჰგონიათ სისუსტე. ახლა რაც გააკეთა

წაკითხვა
პოლიტიკა უცხოეთი

„ფაინენშელ თაიმსი“ – ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებენ, დონალდ ტრამპის მიმართ საჯარო კრიტიკა შეარბილოს

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებენ, დონალდ ტრამპის მიმართ საჯარო კრიტიკა შეარბილოს, – ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირში შიშობენ, რომ ტრამპის მისამართით ზელენსკის მწვავე განცხადებებმა, შესაძლოა, კიდევ უფრო დააზიანოს ისედაც დაძაბული ურთიერთობები ვაშინგტონსა და კიევს შორის. „შესაძლოა, ის, რასაც ზელენსკი ამბობს, სიმართლეა, მაგრამ ყველაფრის ხმამაღლა თქმა საჭირო არ არის“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ. „ფაინენშელ თაიმსთან“

წაკითხვა
პოლიტიკა

ᲨᲐᲚᲕᲐ ᲞᲐᲞᲣᲐᲨᲕᲘᲚᲘ ᲘᲡᲠᲐᲔᲚᲘᲡ ᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲘᲡ ᲗᲐᲕᲛᲯᲓᲝᲛᲐᲠᲔᲡ ᲨᲔᲮᲕᲓᲐ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის – ქნესეთის თავმჯდომარეს, ამირ ოჰანას შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის საუკუნოვან მეგობრულ კავშირებს და ორ ქვეყანას შორის დინამიურ ურთიერთობებს. მხარეებმა განიხილეს ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენები. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტბილურობისკენ მიმართულ ძალისხმევას.  ასევე,

წაკითხვა
პოლიტიკა

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲞᲠᲔᲛᲘᲔᲠ-ᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲘ ᲘᲠᲐᲙᲚᲘ ᲙᲝᲑᲐᲮᲘᲫᲔ ᲒᲐᲔᲠᲝᲡ ᲑᲘᲝᲚᲝᲒᲘᲣᲠᲘ ᲛᲠᲐᲕᲐᲚᲤᲔᲠᲝᲕᲜᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲙᲝᲜᲕᲔᲜᲪᲘᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲔᲗᲐ ᲛᲔ-17 ᲙᲝᲜᲤᲔᲠᲔᲜᲪᲘᲐᲨᲘ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲘᲡᲐᲦᲔᲑᲐᲓ ᲡᲝᲛᲮᲔᲗᲘᲡ ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲡ ᲔᲬᲕᲘᲐ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურს, სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი დახვდა. „ირაკლი კობახიძე, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით, 15-16 ოქტომბერს გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ერევანი მასპინძლობს. დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა

წაკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ შენს შემოქმედებაზე – “ჩემი ცოლის დაქალებზე”

მწერალ ირაკლი კაკაბაძესა და სცენარისტ ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება. საქმე ეხება იაგო ხვიჩიას გადაცემაში “საქართველოს დაბადება” ირაკლი კაკაბაძის სტუმრობას, როდესაც მწერალმა აღნიშნა, რომ ქეთი დევდარიანი უნიჭო, ვითომ სასაცილო სი@ობებს დგამს.  სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს კომენტარებში დევდარიანი კაკაბაძეს მიმართავს: “ამით გული მოფხანე ქოცებს?” რაზეც კაკაბაძემ მიუგო, რომ ის მის შემოქმედებაზე – “ჩემი ცოლის დაქალები”, სწორედ

წაკითხვა
პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა

მარგინალური ოპოზიციური ალიანსის მორიგი განცხადება 25 ოქტომბრიდან საპროტესტო კამპანიის დაწყებისა და 28 ნოემბერს „მასშტაბური აქციის“ გამართვის შესახებ, კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს მათი სტრატეგიის ეფექტურობასა და რეალურ შესაძლებლობებზე, – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში. როგორც სადღობელაშვილი აღნიშნავს, მარგინალური ოპოზიციურ ჯგუფები დალპა, ვინაიდან, მათ არ გააჩნიათ საზოგადოებისთვის რეალური დღისწესრიგი, იდეა, მოტივაცია, კონსტრუქციული ალტერნატივა და მათი მთელი

წაკითხვა
პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც. მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა (კოალიცია ,,ცვლილებებისთვის”, ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”, ,,ძლიერი საქართველო” და პარტია ,,საქართველოსთვის”) განცხადებით მიმართეს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, რითაც საქართველოს სანქცირება მოითხოვეს, – წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი

წაკითხვა