არჩილ გორდულაძე: როგორც გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის საქმეებთან დაკავშირებით მტკიცებულებებს ან აქრობდნენ, ან ჩქმალავდნენ, ანალოგიურად გართულებულია გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გამოძიება, თუმცა სახელმწიფოს მიზანია გამოძიება საბოლოოდ დასრულდეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ გამოძიება წინა ხელისუფლების პირობებში არაეფექტურად ჩატარებული მოქმედებებისა და მტკიცებულებების გაქრობის გამო გართულდა. მან ასევე, შარაძის მკვლელობის საქმის დეტალებსა და გამოძიების მიმდინარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს, ოჯახისა და საზოგადოების საერთო მიზანია, გამოძიება საბოლოოდ დასრულდეს. მანვე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,