ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: ვინც დღეს არის თქვენი ამომრჩეველი, ისიც კი კარგად აანალიზებს, რომ საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტორი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით
დღემდე არ მიგვიღია კონკრეტული პასუხი, თუ რატომ გადადგა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან. ძალიან ბევრმა სხვადასხვა ვერსიამ, სხვადასხვა დროს გაიჟღერა და მინდა რამდენიმე შეგახსენოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მაჭავარიანმა, გახარიას ერთ-ერთი ინტერვიუს აუდიოჩანაწერის მაგალითზე აღნიშნა, რომ, სხვადასხვა დროს, მისი გადადგომის ბევრი ვერსია