თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი: საქმის მასალებმა გამოავლინა ისეთი გარემოებები, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს, რის გამოც ვწყვეტ ელიზბარაშვილის დაცვას
თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ია კვანტალიანი აცხადებს, რომ ელიზბარაშვილის დაცვაზე უარს ამბობს. კვანტალიანის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი საქმის მასალებში გამოვლენილი გარემოებები და პოზიციური აცდენა გახდა. ადვოკატის განმარტებით, შექმნილი ვითარება ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება მის პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა თამაზ ელიზბარაშვილის დაცვა. „თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას პირდაპირ შევეწირე ჩემი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სასწორზე