თამთა მეგრელიშვილი გველესიანზე: ყოფილი ფეხბურთელის მიერ ევროინტეგრაციის საკითხზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და კითხვების დასმა არ შეიძლება ბულინგისა და თავდასხმის მიზეზი გახდეს
„ ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ყოფილი ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის, მიმართ გამოხატულ კრიტიკას ეხმაურება და მას სოლიდარობას უცხადებს. როგორც მეგრელიშვილი წერს, გველესიანმა „Geo Team“-თან ინტერვიუში ფეხბურთელებზე არსებული შესაძლო ზეწოლისა და ევროინტეგრაციის საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მისი თქმით, გველესიანის მიერ დასმული კითხვა, თუ რატომ უნდა იყოს რომელიმე გაერთიანებაში შესვლა ქვეყნისთვის „პანაცეა“, ევროპული კურსის უარყოფას არ ნიშნავს.