ბრიტანელი მილიარდერი სერ ჯიმ რეტკლიფი: გაერთიანებული სამეფო დაღმასვლის გზაზეა, არავინ არის საკმარისად მტკიცე იმისათვის, რომ გაუმკლავდეს იმიგრაციის, სოციალური შეღავათების პრობლემას, მაგრამ ვიღაცამ ეს უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ცუდად დასრულდება
მილიარდერი, კომპანია „ინეოსის“ (Ineos) დამფუძნებელი და საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თანამფლობელი სერ ჯიმ რეტკლიფი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მიმართ ნდობა დაკარგა. ამის შესახებ მან “ბიბისისთან” განაცხადა. რეტკლიფის თქმით, ქვეყანა „უკუსვლის გზაზე დგას“ მაღალი გადასახადების, იმიგრაციისა და ენერგოპოლიტიკის გამო. „ამ მომენტისთვის ვფიქრობ, რომ გაერთიანებული სამეფო დაღმასვლის გზაზეა. საკმაოდ რთულია იმის დანახვა, თუ როგორ გავაჩეროთ ეს პროცესი. მაგრამ,