პოლიტიკა

პოლიტიკა
პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როგორც სჩვევიათ პოლიტიკურ სვავებს, ისინი ამ შემთხვევაშიც შეეცადნენ ტრაგედია გამოეყენებინათ იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შეექმნათ

ეს არის მორიგი მცდელობა, რომ საზოგადოებაში აჟიოტაჟი შეიქმნას, თუმცა ვიხილეთ ისიც, რომ ამ მცდელობამ მალევე ფიასკო განიცადა, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. „როგორც სჩვევიათ პოლიტიკურ სვავებს, ისინი ამ შემთხვევაშიც შეეცადნენ ოჯახის ტრაგედია გამოეყენებინათ იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შეექმნათ“, – აღნიშნა

წაკითხვა
პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: რადიკალები, რომლებიც მოქმედებენ უნისონში ყოფილ პრემიერთან ერთად, ცდილობენ საზოგადოებაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი და შექმნან განცდა, რომ ამ საქმესთან მიმართებით არსებობს გარკვეული პასუხგაუცემელი კითხვები

რადიკალები, რომლებიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედებენ უნისონში ყოფილ პრემიერთან ერთად, ცდილობენ საზოგადოებაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი და შექმნან განცდა, რომ ამ საქმესთან მიმართებით არსებობს გარკვეული პასუხგაუცემელი კითხვები, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებებს. „პროკურატურის მიდგომა სავსებით მართებულია, იმისთვის რათა წერტილი დაესვას ყველანაირ ბინძურ ჭორს

წაკითხვა
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ყველაზე ამორალური, რაც შეიძლება იკადრო ადამიანმა, ეს არის, რომ ასეთი ოჯახის ტრაგედიები შენი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პოლიციის მთავარ სამმართველოში დაწყებულ გამოკითხვებზე მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მყისიერი რეაგირება ჰქონდათ. „ყველაზე ამორალური, რაც შეიძლება იკადრო ადამიანმა, ეს არის, რომ ასეთი ოჯახის ტრაგედიები გამოიყენო შენი პოლიტიკური მიზნებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის საგამოძიებო უწყებებს ამ ყველაფერზე

წაკითხვა
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი – ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურამ სწორი სამართლებრივი ნაბიჯი გადადგა, მაქვს შინაგანი რწმენა, რომ ეს არის მორიგი ჭორაობა ხელისუფლების ორგანოების დისკრედიტაციის მიზნით

პროკურატურამ სწორი სამართლებრივი ნაბიჯი გადადგა, ახლა ეს ხალხი გამოიკითხება და ყველა ნათლად დავინახავთ, ჭორის გავრცელება ხდება, თუ მათ რაიმე ხელშესახები ჰქონდათ, როდესაც ამ თემაზე ლაპარაკობდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. შარმანაშვილმა კომენტარი გააკეთა ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის დღევანდელ განცხადებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საქმეზე უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი, ამის მიუხედავად, საჯარო განცხადებების საფუძველზე, გამოიკითხება რამდენიმე პირი,

წაკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: მთელი მისი მოღვაწეობა იდგა ტყუილზე და სხვისკენ თითის გაშვერაზე, ახლაც იმავეს აგრძელებს – უკეთესობისკენ შეცვლილი ღარიბაშვილის ნაცვლად, რეალურად მივიღეთ „ქართულ ოცნებაზე“ და მის ერთგულ მხარდამჭერებზე გაბოროტებული, დაბოღმილი, ასმაგად დახამებული და ყველაფერზე წამსვლელი პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ მინისტრი გახდა, „გარეჯი საქართველოა“ – ს პათოსით , მანამდე იყო თავდაცვის მინისტრი და კობახიძე მდინარაძეს აბრალებს იმას, რაშიც თემატურადაც კი ვერ ექნებოდათ შეხება ვერც ახლანდელ პრემიერს და ვერც მითუმეტეს მამუკა მდინარაძეს, – წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში. როგორც ლატარია აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილის „კლანი“, ირაკლი კობახიძეს აბრალებდა ყოველთვის ნაცების წინ წამოწევას და

წაკითხვა
პოლიტიკა

Newsweek: ახალი იმპულსი აშშ-თან ურთიერთობებში. საქართველოს ამბიციები „შუა დერეფნის“ მიმართულებით აშშ-თან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს

გამოცემა Newsweek-ი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც აგრეთვე საუბარია ქვეყნის მზარდ როლზე „შუა დერეფნის“ კონტექსტში. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2026 წლის ივნისში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) საქართველოს ფოთის პორტის გაფართოების მხარდასაჭერად 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო შეთანხმების გაფორმების შესახებ განაცხადა. ეს ნაბიჯი თბილისსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მზარდ იმპულსზე მიუთითებს და

წაკითხვა
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ისინი მხოლოდ საკუთარი დანაშაულის გამო კი არ იხდიან სასჯელს. არამედ იმ ადამიანების უსინდისობის ტყვეებადაც რჩებიან, რომლებმაც ჯერ კანონდარღვევისკენ უბიძგეს, შემდეგ მიატოვეს და ახლა გათავისუფლებასაც მორალურ დანაშაულად უცხადებენ. ამიტომ მათ ყველაზე ზუსტად ერთი სახელი შეეფერებათ: „უსინდისობის პატიმრები”

„2024-2025 წლების ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო, ძალადობის ორგანიზატორების მიღმა, სისხლისსამართლებრივი დევნა, დაახლოებით 100 პირის მიმართ დაიწყო. დღეს მათგან 45 ადამიანი თავისუფალია – დანაშაულის აღიარების საფუძველზე, ნაწილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ნაწილი კი პრეზიდენტმა შეიწყალა. 72 პირი კვლავ პატიმრობაშია. ეს მდგომარეობა ერთ მთავარ კითხვას აჩენს: თუ ხელისუფლების მიზანი ამ ადამიანების ციხეში გამოკეტვაა, როგორც ამას მათი სახელით

წაკითხვა
პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა ჩერგოლეიშვილსა და ჟორჟოლიანზე: ერთმანეთში ერევათ კოსმეტიკური პროდუქტის რეკლამის ნახვები და პოლიტიკური რეიტინგები, საქმე გვაქვს სრულ დილეტანტიზმთან და დილეტანტებთან

ერთმანეთში ერევათ კოსმეტიკური პროდუქტის რეკლამის ნახვები და პოლიტიკური რეიტინგები, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ფაღავამ თამარ ჩერგოლეიშვილსა და ნანუკა ჟორჟოლიანს შორის ფეისბუკ-ნახვების საკითხზე დაპირისპირების შეფასებისას. ფაღავას თქმით, საქმე გვაქვს სრულ დილეტანტიზმთან. „ძალიან არასერიოზულია მათ რეიტინგებზე და პროფესიონალიზმზე საუბარი. ერთმანეთში ერევათ კოსმეტიკური პროდუქტის რეკლამის ნახვები და პოლიტიკური რეიტინგები. აქედან გამომდინარე, საქმე გვაქვს სრულ

წაკითხვა
პოლიტიკა

კახა კალაძე – რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია, ამ დროის მონაცემებით, არ გვაქვს საფუძველი, ვთქვათ, რომ სამუშაოები გახანგრძლივდება

თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილსა და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, მიხეილ კიკნაძესთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო და არქეოლოგიურ სამუშაოებს გაეცნო. ქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაციის პროცესში ეროვნულ სასახლესა და ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში ისტორიული არტეფაქტები აღმოაჩინეს, რომლებიც ძველი თბილისის X-XI საუკუნეებით დათარიღებულ კერამიკის სახელოსნოს წარმოადგენს. ფაქტის გამოვლენისთანავე აღნიშნულ არეალში თბილისის

წაკითხვა
პოლიტიკა

კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი

ძალიან რთულია და მიჭირს, არ მსიამოვნებს საუბარი, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს ეხება. ყოფილი თანაგუნდელი, რომელსაც აღიარებული აქვს ის ბრალი, რაც წაუყენეს და ამისთვის იხდის სასჯელს. შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია – ეს არის ჩემთვის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციამ, – განაცხადა ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ წერილებზე საუბრისას. მისი თქმით, მძიმე

წაკითხვა