ნიკოლოზ სამხარაძე: ვთხოვეთ კონგრესმენებს, ყურადღებით შეისწავლონ ცალკეული კონგრესმენების ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ანტიქართული ხასიათი აქვს, იმისათვის, რომ პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენს ურთიერთობებში გამოჩნდა, ზიანი არ მიადგეს
დღეს დავასრულეთ შეხვედრები კონგრესში. დღეს გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსაუბრებოდით 5 კონგრესმენს, ძირითადად საგარეო ურთიერთობა კომიტეტების წევრებს, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ. მისი თქმით, საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, უსაფრთხოების საკითხებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ასევე, შუა დერეფნის განვითარების საკითხს. „ბოლო შეხვედრა გვქონდა კიტ სელფთან, რომელიც არის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, და ასევე დღის განმავლობაში შევხვდი