სიახლეები

სიახლეები
პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი: მზად ვართ ჯანსაღი დისკუსიისთვის და ვფიქრობ, ეს შეხვედრები აუცილებლად გამოიღებს შედეგს, ერთად შევძლებთ იმას, რომ უფრო ლამაზი, მეტად წარმატებული ვნახოთ ჩვენი ქვეყანა

ვფიქრობ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვექნება. ვისაუბრებთ ყველა საკითხზე რაც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია. ვისაუბრებთ მათ სამომავლო გეგმებზე, ხედვებზე და ვფიქრობ, კარგი შეხვედრა გამოგვივა- განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა რუსთავში, სადაც რიგით მე-7 კონფერენცია ტარდება. „მზად ვართ ჯანსაღი დისკუსიისთვის, კრიტიკული აზრისთვის და ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრები აუცილებლად გამოიღებს იმ შედეგს, რომ ყველა ახალგაზრდა, ყველა ადამიანი,

წაკითხვა
პოლიტიკა

„დაიცავი ილიაუნის” წევრის დავით მშვენიერაძის თქმით, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეგროვებული თანხა არა მედიკამენტების, არამედ სპეციალური ეტლებისა და დამხმარე აღჭურვილობის დაფინანსებას მოხმარდება, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ საჭიროებებს წლიურად 3 მილიონი ლარით უკვე აფინანსებს

„დაიცავი ილიაუნის“ წევრი დავით მშვენიერაძე აცხადებს, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეგროვებული თანხა მედიკამენტების შესაძენად არ არის განკუთვნილი. მისი თქმით, შეგროვებული თანხა სრულად მოხმარდება სპეციალური ეტლებისა და საჭირო დამხმარე აღჭურვილობის დაფინანსებას. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის სინდრომის მქონე პირებისთვის სპეციალური ეტლებისა და დამხმარე აღჭურვილობის დაფინანსებას ისედაც უზრუნველყოფს და ამ მიზნით წლიურად 3 მილიონ ლარს გამოყოფს. „ამ

წაკითხვა
პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: სახელმწიფოს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის გამოყოფილი აქვს წელიწადში 3 მილიონი ზუსტად იმ საჭიროებისთვის, რისთვისაც ვითომ თანხა გროვდება. როგორ უნდა მოგიტრიალდეს ენა ასეთი რამე იკადრო და ასეთ სიცრუეზე მოაწერო ხელი, იმას მაინც ნუ იტყვით მშობლები სახლებს ყიდიან, შვილებს საჭიროების ინვენტარი რომ შეუძინონ და საჭირო პროცედურები ჩაუტარონო, თავიდან ბოლომდე ფარსია ეს ყველაფერი

თანადგომა, ქველმოქმედება, დახმარება, ეს ისეთი ცნებებია, რომელზე ჰუმანურიც კაცობრიობას ჯერ არ მოუგონია. ნურავის ეგონება, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების გასაჭირი გარდა ოპოზიციისა, არავის მიუტანია გულთან, მითუმეტეს ხელისუფლებას და განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროს – წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში. როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, სახელმწიფოს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის გამოყოფილი აქვს წელიწადში 3 მილიონი ზუსტად იმ საჭიროებისთვის, რისთვისაც

წაკითხვა
პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: როგორც ირკვევა, აქტივისტები თანხას აგროვებენ არა წამლის შესაძენად, არამედ ეტლების, ყავარჯნების და სხვა სამედიცინო აქსესუარების შესაძენად. ვინც არ იცის: სახელმწიფო უკვე წლებია აფინანსებს ამ ბავშვების საჭიროებებს და მხოლოდ წელს, სამი მილიონი ლარია გამოყოფილი – დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდაჭერა არ უნდა გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის თემა

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდაჭერა არ უნდა გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის თემა, – წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ახლა ირკვევა, რომ აქტივისტები თანხას არა წამლისთვის, არამედ, ყავარჯნებისთვის, ეტლებისა და იმ საჭიროებებისთვის აგროვებენ, რასაც უკვე წლებია, სახელმწიფო აფინანსებს. “როგორც ირკვევა, აქტივისტები თანხას აგროვებენ არა წამლის შესაძენად, არამედ ეტლების, ყავარჯნების და სხვა სამედიცინო აქსესუარების შესაძენად.ვინც

წაკითხვა
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: კეთილშობილური იდეა მანიპულაციისთვის გამოიყენეს, კამპანიის მთავარ მიზნად არა წამლების შეძენა, არამედ დიუშენით დაავადებულთა საჭიროებებისთვის აუცილებელი ინვენტარის შესყიდვა გამოაცხადეს. რეალობა სხვაა – სახელმწიფო უკვე წლებია, აღნიშნული დაავადების მქონე ადამიანებისთვის ყოველწლიურად გამოყოფს რამდენიმე მილიონ ლარს

„დახმარება და თანადგომა უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მძიმე გენეტიკურ დაავადებებს ეხება. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისა და მათი ოჯახების გვერდში დგომა თითოეული ადამიანის ბუნებრივი სურვილია. თუმცა, მნიშვნელოვანია ემოციების მიღმა რეალობის დანახვა. აუცილებელია  დავინახოთ, რა დგას ამა თუ იმ კამპანიის მიღმა“- წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში და ამბობს, რომ „საქართველოში ყველაფრის პოლიტიზების მავნე პრაქტიკა

წაკითხვა
პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: სახელმწიფო ყოველ წელს 3 მილიონს ხარჯავს დიუშენით დაავადებულებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად, ასე რომ არ გამოვა ხრიკი, თითქოს, სახელმწიფო  დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არაფერს აკეთებს. აკეთებს, რაც კი შეუძლია, უბრალოდ, არ ყვირის ამაზე

ილიაუნის მიერ დაწყებულ დიდწილად პროპაგანდისტულ კამპანიაზე – დიუშენის სინდრომით დაავადებულთათვის საჭირო ნივთების შესასყიდად თანხების მობილიზება, მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი განმარტება მინდა გავაკეთო, – წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ყოველ წელს 3 მილიონს ხარჯავს ამ ყველაფრის შესაძენად მათთვის. მისივე თქმით, არ გამოვა მათი ხრიკი, რომ თითქოს, სახელმწიფო ამ ბავშვებისთვის არაფერს აკეთებს. ანჯაფარიძე

წაკითხვა
პოლიტიკა

გია აბაშიძე: ისედაც აფინანსებს სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს ყოველწლიურად 3 მილიონით – ეტლები, მასაჟები და ა.შ., მაშ, რას მოითხოვენ „ნაცმანქურთები“ სხვების შეცდომაში შეყვანითა და ბილწი პოლიტტექნოლოგიური შულერობით?!  

უსამშობლო მანიპულატორების მოთხოვნებში თავიდან იყო  – “წამალი ბავშვებს”, “მთავრობას ფული ენანება”. დაიწყო საზოგადოებრივი კამპანია თანხების შეგროვებისთვის. ნაცგაიძვერებმა იციან, რომ ჯერ არ არსებობს აპრობირებული ჯადოსნური მედიკამენტი და ახლა მოითხოვენ, რომ მობილიზებული თანხებით დაავადებულ ბავშვებს შეუძინონ ეტლები და მიაწოდონ ჯანდაცვის აუცილებელი სერვისები – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, გულწრფელი თანადგომა ფასდაუდებელია, მაგრამ დიუშენის კუნთოვანი

წაკითხვა
პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ დიუშენის სინდრომით დაავადებულ მოქალაქეებს სახელმწიფო უყურადღებოდ არ ტოვებს, 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი საჭირო ინვენტარისა და რეაბილიტაციებისთვის. ეს არის რეალური საქმე და არა კამერების წინ დადგმულ ფლეშმობებში მონაწილეობა

დიუშენის დაავადებით მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების ტკივილი პოლიტიკის იარაღად არ უნდა იქცეს. ყველა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თუ ექსტრემისტული ჯგუფი რომელიც ამ თემებით სპეკულირებს, თამაშობს ძალიან ბინძურ თამაშს და კარგად არ დამთავრდება ეს საკითხი, – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში. როგორც სადღობელაშვილი აღნიშნავს, დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს, სახელმწიფო უყურადღებოდ არ ტოვებს და ჯანდაცვის სამინისტრო

წაკითხვა
პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა ვთხოვო მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, რომ ღიად გავხსნათ დისკუსია და ვისაუბროთ ევროკავშირის არამარტო დადებით, არამედ მანკიერ მხარეებზეც, რათა საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და ისე მოხდეს მოვლენების შეფასება

ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის და არც არასდროს ყოფილა. ჩვენ ვიცით, რომ წლების განმავლობაში პრივილეგირებული კასტა იყო შექმნილი, დასავლეთის მიერ დაფინანსებული აგენტურა, რომელიც თავს გვახვევდა გარკვეულ იდეოლოგიას და ეწეოდა პროპაგანდას ევროპის სიკეთეების შესახებ, თუმცა, რეალობა დღეს აბსოლუტურად სხვაა, – განაცხადა ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა, პრესკონფერენციაზე. მეტრეველის განცხადებით, მიუღებელია დანიის ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი ქმედებები, რაც კიდევ

წაკითხვა
პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: 26 მაისის აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ და ევროკავშირის აგენტურის მიერ არის დაგეგმილი – რა თქმა უნდა, ეს აქციაც იქნება ფუჭი მცდელობა მათი მხრიდან, რადგან საზოგადოებაში არავითარი საპროტესტო მუხტი დღეს არ არსებობს

26 მაისის აქცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ და ევროკავშირის აგენტურის მიერ დაგეგმილი აქცია. რა თქმა უნდა, ეს აქციაც იქნება ფუჭი მცდელობა მათი მხრიდან, საზოგადოებაში არავითარი საპროტესტო მუხტი დღეს არ არსებობს, – განაცხადა ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა, პრესკონფერენციაზე. მეტრეველი „ნაციონალურ მოძრაობას“ და ევროკავშირის აგენტურას მოიხსენიებს „ბოროტ ძალად“ და აცხადებს, რომ ისინი მიმართული არიან იმისკენ, რომ ქვეყანაში ყველა სიკეთეს

წაკითხვა