სიახლეები

სიახლეები
პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ვიხილეთ კადრები, რაც დანიაში მოხდა, სადაც აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები ხელკეტებით და ძაღლებით დაარბიეს, ეს არის ის საზომი, რომლითაც მოქმედებს ევროკავშირის პოლიცია

კოპენჰაგენში 13 მაისს მომხდარ შემთხვევას ნიკოლოზ მეტრეველი გამოეხმაურა. ანალიტიკოსის შეფასებით, მიუღებელია, დანიის საპოლიციო ძალების მიერ, მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის ფაქტი. მომხდარზე თავად დანიის ხელისუფლების მხრიდან, თუ ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების ოფიციალური პირების დუმილი კი მეტრეველის განმარტებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროკავშირში არსებულ ღირებულებით კრიზისს და საქართველოსთან მიმართებით არასამართლიან მიდგომას. “ჩვენ ყველამ ვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი კადრები, რაც დანიაში, კოპენჰაგენში

წაკითხვა
უცხოეთი

ფრანგმა გამომძიებლებმა კორუფციის საქმეზე ელისეს სასახლე გაჩხრიკეს

ფრანგმა გამომძიებლებმა საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია, ელისეს სასახლე გაჩხრიკეს სავარაუდო ფავორიტიზმისა და კორუფციის გამოძიების ფარგლებში. ინფორმაციას AFP ქვეყნის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. AFP-ის ცნობით, ჩხრეკა უკავშირდება გამოძიებას, რომელიც შეეხება იმას, თუ რატომ ირჩევდნენ წლების განმავლობაში ერთსა და იმავე კომპანიას პანთეონის მავზოლეუმში მიღების ცერემონიების ორგანიზებისთვის. პანთეონში დაკრძალულნი არიან ცნობილი ფრანგი ისტორიული ფიგურები. „21 მაისს ელისეს სასახლის ტერიტორიაზე ჩატარდა

წაკითხვა
პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანი მომქანცველი 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოვიდა, ისე კი არა, როგორც 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ გვანცა ყუფარაძე, როგორც 6-წლიანი ტყვეობიდან ნორა კვიციანი, არც “ნაცრეჟიმის” ციხეში ნატანჯი, ჯანმრთელობაგანადგურებული სხვა ქალების მსგავსად – კისკისით და კუნტრუშით გამოვიდა

ნანუკა ჟორჟოლიანი ციხიდან გამოვიდა ხანგრძლივი და მომქანცველი 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ, – წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, X-ზე. მისი განცხადებით, ჟორჟოლიანი ციხიდან სიცილ-კისკისით და კუნტრუშით გამოვიდა და არა ისე, როგორც “ნაცმოძრაობის” რეჟიმის ციხეში ნატანჯი და ჯანმრთელობაგანადგურებული ქალები გამოდიოდნენ. “ნანუკა ჟორჟოლიანი ციხიდან გამოვიდა ხანგრძლივი და მომქანცველი 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ. გამოვიდა ისე კი არა, როგორც 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა

წაკითხვა
პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება

რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ პლატფორმა „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით. აღნიშნული ყალბი ანგარიშიდან ვრცელდება მანიპულაციური ვიდეოები პროვოკაციული შინაარსით, ამასთანავე ყალბი გვერდიდან ახალგაზრდებს მისდით მესიჯები ცოტნე ივანიშვილის სახელით, თითქოს ის იბარებს ადამიანებს პარტიის ცენტრალურ ოფისში გასაუბრებაზე.სოციალური პლატფორმა „ტიკტოკის“ ადმინისტრაციისთვის გაგზავნილია ოფიციალური წერილი, რომ გვერდი არის ყალბი და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში. ველოდებით აღნიშნულ წერილზე რეაგირებას

წაკითხვა
პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის-როდესაც მუდმივად გვესმის შანტაჟი, მუქარა, ზეწოლა და სანქციების ენა, ამას პარტნიორობა აღარ ჰქვია. ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს საკუთარი ქვეყნის მომავალს

საქართველო არ არის ევროკავშირზე ეკონომიკურად მიბმული ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფოს მომავალი ბრიუსელის ბიუროკრატების გადაწყვეტილებებზე არ დგას- წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში და დასძენს, რომ ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის, ვინაიდან შანტაჟს, მუქარას, ზეწოლას და სანქციების ენას პარტნიორობა არ ჰქვია. მისი თქმით, საქართველო არ არის ევროკავშირზე ეკონომიკურად მიბმული ქვეყანა და სანქციებით და პოლიტიკური ზეწოლით

წაკითხვა
პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: იმ განცხადებებს, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან ტვ “პირველის” და მისი ჟურნალისტების მისამართით გაჟღერდა, ვემიჯნები და არ ვეთანხმები, ამასთანავე, ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც პირად თავდასხმას ჩემს წინააღმდეგ

“ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ამავე გაერთიანების ლიდერ თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ “ტვ პირველის” მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ემიჯნება და აცხადებს, რომ ჩერგოლეიშვილის განცხადებებს პირად თავდასხმად განიხილავს. ვაშაძის თქმით, ის თავს დაბლოკილად არც ერთ მედიაში არ გრძნობს და მადლობას უხდის “ტვ პირველს” იმისთვის, რომ “გმირულად აგრძელებენ მაუწყებლობას.” “სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ განცხადებებს, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან

წაკითხვა
პოლიტიკა

ტეხასში ქალი დააკავეს Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომლითაც ქალაქში წყლის ხარისხს აკრიტიკებდა და ამტკიცებდა, რომ წყლის მოხმარების შემდეგ ტრინიდადის მაცხოვრებლები საავადმყოფოში გადაიყვანეს

აშშ-ის შტატ ტეხასის მაცხოვრებელი ქალი, ჯენიფერ კომბსი დააკავეს Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, რომელშიც აცხადებდა, რომ ქალაქ ტრინიდადში წყლის მოხმარების შემდეგ მაცხოვრებლები საავადმყოფოში მოათავსეს. ქალაქის წყლის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო დაპატიმრების შემდეგ, ქალი აცხადებს, რომ მან ქალაქის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა იმის გამო, რასაც ის „პოლიტიკურ შურისძიებას“ უწოდებს. ტრინიდადის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ

წაკითხვა
პოლიტიკა

მაია ორჯონიკიძე გრიგოლიასა და მიშველაძის მიერ ირმა ინაშვილისთვის დაბადების დღის მილოცვაზე: აი ასეთი იდეური, პრინციპული და არაორტ**კა ოპო ჟურნალისტიკა გვაქვს

აი ასეთი იდეური, პრინციპული და არაორტ**კა ოპო ჟურნალისტიკა გვაქვს, – ამ სიტყვებით ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, მაია ორჯონიკიძე ჟურნალისტების ინგა გრიგოლიასა და ეკატერინე მიშველაძის მიერ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერისთვის, ირმა ინაშვილისთვის, სოციალურ ქსელში დაბადების დღის მილოცვის ფაქტს. ორჯონიკიძე აღნიშნავს, რომ მედიის მსგავსი სიტუაციაა ოპო-პოლიტიკოსების ნაწილშიც. „აი ასეთი იდეური, პრინციპული და არაორტ**კა ოპო ჟურნალისტიკა გვაქვს. კიდევ გიკვირთ

წაკითხვა
პოლიტიკა

ლევან ჭოტორლიშვილი: საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრალურ პროსპექტს გადაკეტავ, სასწრაფოს არ გაატარებ- ევროკავშირში ეს ყველაფერი ითვლება კანონდარღვევად. პოლიციაზე თავდასხმისთვის, სამთავრობო შენობისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის არის ციხე

“უნდა აჩვენებდეს თუ არა ქართული მედია როგორ შლის ძალის გამოყენებით პოლიცია დემონსტრანტებს ევროკავშირის ქვეყნებში. კი უნდა აჩვენებდეს, იმიტომ რომ ეს არის სამოქალაქო განათლების ნაწილი”- წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში. ჭოტორლიშვილი ამბობს, რომ ცენტრალური პროსპექტის გადაკეტვა, სასწრაფოს არ გატარება და სხვა, ევროკავშირში კანონდარღვევად ითვლება, ხოლო სამთავრობო შენობისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის არის ციხე.

წაკითხვა
პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი გრიგოლ გეგელიასა და ლანა გალდავაზე: ეს ორი არსება არის პოლიტიკური არარაობა

აი ეს ორი არსება არის პოლიტიკური არარაობა, – წერს “ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, “ლელოს” ლიდერეებზე, გრიგოლ გეგელიასა და ლანა გალდავაზე, რომლებმაც ნინო ჯანგირაშვილის ფეისბუქ-პოსტი ხაზარაძის ემიგრაციაში წასვლასთან დაკავშირებით “არასაინტერესოდ” მიიჩნიეს, თავად ჯანგირაშვილს კი “ლუზერი” უწოდეს. მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გეგელია და გალდავა პოლიტიკაში არიან, არის მამუკა ხაზარაძის სურვილი, “ყურმოჭრილი მონები ატივტივოს”. “ერთადერთი მიზეზი,

წაკითხვა