Resilio Access Project-ის კვლევით, საქართველომ, მონტენეგროსთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობის კუთხით უმაღლესი შეფასება მიიღო
2026 წლის 13 მაისს გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის (IEP-Institut für Europäische Politik) მიერ და რომელზეც ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტ „RESILIO-ACCESS Monitor“-ის შედეგები წარმოადგინეს. Resilio Access Monitor არის ინოვაციური ანალიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც აფასებს სამართლის უზენაესობის მედეგობას და ადაპტაციის უნარს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებში; მათ შორის, მდგრადი ინსტიტუტების მშენებლობის გამოწვევებსა და მეთოდებს.