სიახლეები

სიახლეები
უცხოეთი

გერმანიის ვიცე-კანცლერი: ძალიან მკაფიოდ ვამბობ: ეს ჩვენი ომი არ არის, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მივიღებთ

გერმანია ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს ჩვენი ომი არ არის, – განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბეილმა. კლინგბეილის თქმით, ირანის ხელისუფლება „ტერორისტული რეჟიმია“, თუმცა საჰაერო დარტყმები, სავარაუდოდ, პრობლემას მუდმივად ვერ გადაწყვეტს და არსებობს სერიოზული კითხვები მათ საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაზე. „ძალიან მკაფიოდ ვამბობ: ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ ამ ომში მონაწილეობას

წაკითხვა
უცხოეთი

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა დაბომბა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა დაბომბა. მათივე ცნობით, ამერიკულ სამხედრო ბაზას „მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემებით“ დაესხნენ თავს. BBC იუწყება, რომ ბაჰრეინში განგაშის სიგნალი ამოქმედდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მოქალაქეებს უსაფრთხო ადგილას გადასვლისკენ მოუწოდა.

წაკითხვა
უცხოეთი

ისრაელის მედია: გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, შესაძლოა, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი დაჭრილია

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების ინფორმაციით, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც მის მემკვიდრედ განიხილება, შესაძლოა, გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაჭრილია. ამის თაობაზე The Times of Israel-ი წერს. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებში მიიჩნევენ, რომ ხამენეის ვაჟი ცოცხალია. ცნობისთვის, მოჯთაბა ხამენეი ირანის უზენაესი ლიდერობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება.

წაკითხვა
საზოგადოება

გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! 

დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა. მსოფლიოში ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული, ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა. 1975 წელს 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომაც აღიარა. ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა.

წაკითხვა
უცხოეთი

დუბაიში რაკეტის ნამსხვრევებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დუბაიში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC არაბთა გაერთიანებული საამიროების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. მათივე თქმით, ინციდენტი ალ-ბარშას რაიონში მოხდა. მამაკაცი მანქანას მართავდა, რა დროსაც ნამსხვრევები მანქანას დაეცა.

წაკითხვა
პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ. ერთადერთი, რასაც ვერ ვაპატიებთ ჩვენს თავს, ეს იქნება, რომ ქვეყანაში ვერ შევინარჩუნოთ მშვიდობა, რადგან ეს არის ახლა მთავარი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის

ერთადერთი, რასაც ვერ ვაპატიებთ ჩვენს თავს, ეს იქნება, რომ ჩვენ ქვეყანაში ვერ შევინარჩუნოთ მშვიდობა, რადგან ეს არის ახლა მთავარი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. მისი თქმით, მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. „როდესაც რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ეთერში ვთქვი, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვინაიდან

წაკითხვა
პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმს არასოდეს ჰქონია ადგილი

თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ ნაბუქოდონოსორიდან მოყოლებული დღემდე, საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმს არასოდეს ჰქონია ადგილი, – წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა X-ზე. მისი განცხადებით, მთელ მსოფლიოში დევნილი, ჩაგრული და კეთროვანივით განკვეთილი ებრაელობა მხოლოდ საქართველომ ჩაიკრა გულში, დღემდე ასე გრძელდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება. „მთელ მსოფლიოში დევნილი, ჩაგრული და კეთროვანივით განკვეთილი ებრაელობა

წაკითხვა
სამართალი

სუსი: გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით

„ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ სუს-ში განაცხადეს, რომ გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. სუს-ში ასევე აცხადებენ, რომ დაბარების საფუძვლებთან დაკავშირებით შეუძლია იხილოს ის განცხადება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა დღის განმავლობაში უკვე გააკეთა. მანამდე, სუს-ში დაადასტურეს, რომ თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარეს. მათივე სურვილით ისინი სასამართლოში, მოსამართლის

წაკითხვა
პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ვაშინგტონში ანალიტიკურ ცენტრებში შეხვედრები გამართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ანალიტიკური ცენტრების – უილსონის ცენტრი, ჰერითიჯის ფონდი და America first policy institute ხელმძღვანელებთან და ექსპერტებთან. შეხვედრებისას მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ცენტრების წარმომადგენლებთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს.

წაკითხვა
უცხოეთი

პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი: ომი ახლო აღმოსავლეთში გრძელდება და ქაოსი ვრცელდება. ნავთობის ფასები იზრდება. შესაძლოა, ვაშინგტონმა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები გააუქმოს. ვინ არის აქ რეალური გამარჯვებული?

პოლონეთის პრემიერი, დონალდ ტუსკი ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ომი ახლო აღმოსავლეთში გრძელდება და ქაოსი ვრცელდება. ნავთობის ფასები იზრდება. შესაძლოა, ვაშინგტონმა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები გააუქმოს. ვინ არის აქ რეალური გამარჯვებული?”, – წერს იგი.

წაკითხვა