საქართველოში 7 სექტემბერს მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი
საქართველოში 7 სექტემბერს მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი დასავლეთის ყველა რეგიონში, ხოლო აღმოსავლეთში – შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების ცნობით, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი. „ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, მდინარეებზე – წყლის დონეების