POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა
სლოვაკეთის მთავრობამ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ინდივიდუალური სანქციების პაკეტის 12 თვით გახანგრძლივების გეგმა უარყო. ინფორმაციას POLITICO სამ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს. სანქციები, რომლებიც აქამდე არაერთხელ, ექვსი თვით გაგრძელებულა, 15 სექტემბერს იწურება. ბრიუსელს მათი უფრო მეტი ვადით გახანგრძლივება და სანქციების ყოველ ექვს თვეში ხელახალი შეთანხმების თავიდან აცილება სურდა, თუმცა ნებისმიერი ცვლილების დასამტკიცებლად, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი