კახა კალაძე – რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია, ამ დროის მონაცემებით, არ გვაქვს საფუძველი, ვთქვათ, რომ სამუშაოები გახანგრძლივდება
თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილსა და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, მიხეილ კიკნაძესთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო და არქეოლოგიურ სამუშაოებს გაეცნო. ქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაციის პროცესში ეროვნულ სასახლესა და ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში ისტორიული არტეფაქტები აღმოაჩინეს, რომლებიც ძველი თბილისის X-XI საუკუნეებით დათარიღებულ კერამიკის სახელოსნოს წარმოადგენს. ფაქტის გამოვლენისთანავე აღნიშნულ არეალში თბილისის