სიახლეები

სიახლეები
საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებაზე: ჩვენი მთავარი ამოცანაა სოციალური სამართლიანობა შეიქმნას და სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი თანხები ხმარდებოდეს მათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს

ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ, რომ სოციალური სამართლიანობა შეიქმნას. რომ ქვეყანაში არსებობდეს სისტემა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი თანხები ხმარდებოდეს მათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. როგორც ცნობილია, უწყება სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს. მიხეილ სარჯველაძის თქმით, რეესტრში არიან ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც აღარ

წაკითხვა
პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმ მიზეზებზე, რის გამოც საქართველომ შეაჩერა საკუთარი წევრობა ასამბლეაში – განვუცხადე, რომ საქართველო მზადაა, დაბრუნდეს ასამბლეის სრულფასოვან წევრად

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრები ჰქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, პეტრა ბაიერთან და ასევე მედია თავისუფლების საკითხებში, ეუთოს წარმომადგენელთან იან ბრაატუსთან. „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმ მიზეზებზე, რის გამოც საქართველომ შეაჩერა საკუთარი წევრობა ასამბლეაში.

წაკითხვა
სამართალი

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.  როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ ჩადენილ ქმედებას. „სხვადასხვა საინფორმაციო არხებით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებები შესთავაზა, რაზეც განვმარტავთ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას“, – ნათქვამია განცხადებაში.  

წაკითხვა
რეგიონები

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

წაკითხვა
მთავარი თემა მნიშვნელოვანი

მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც დღეისთვის, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა

ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამ მიზეზთა გამო იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად, – განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ ის ოჯახები,

წაკითხვა
მნიშვნელოვანი უცხოეთი

მაკრონი სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გუშინ, ახალ დელიში ხელოვნური ინტელექტის სამიტზე, განცხადება გააკეთა, რომელმაც მოიცვა საერთაშორისო მედიასივრცე. მაკრონის თქმით, სოციალური მედიის პლატფორმების მიერ სიტყვის თავისუფლების დაცვა „წმინდა წყლის სისულელეა”, თუკი ეს თავისუფლება „ერთი სიძულვილის ენიდან მეორეზე” გადაჰყავს ადამიანებს, ხოლო ალგორითმები, რომლებიც ამ პროცესს მართავს, სრულიად გაუმჭვირვალეა. განცხადება მოხდა ისეთ ფონზე, როცა ევროპა და ამერიკა ციფრული რეგულირების

წაკითხვა
პარლამენტი

გიორგი ვოლსკი ისრაელის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განხილვის ერთ-ერთ თემას ისრაელსა და საქართველოს ირგვლივ არსებული უსაფრთხოების გარემო წარმოადგენდა. საუბარი შეეხო როგორც მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიის

წაკითხვა
უცხოეთი

Euronews: აშშ-ის სამხედრო ძალები შაბათიდან ირანის დარტყმისთვის მზად არიან

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სამხედროები მზად იქნებიან ირანზე დარტყმისთვის რამდენიმე დღეში, რადგან დონალდ ტრამპი ქმედებებს განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის ბირთვული მოლაპარაკებები დიდ ხარვეზებს ავლენს, იუწყება რამდენიმე ამერიკული მედია საშუალება. აშშ-ის სამხედრო ძალები ირანზე შესაძლო თავდასხმისთვის შაბათიდან მზად იქნებიან, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განუცხადეს, – ამის შესახებ ამერიკული მედიის

წაკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე – „ქოლცენტრები“ მძიმე დანაშაულია, რომელიც სხვისი ქონების თაღლითურად მითვისებისკენაა მიმართული, ელისო კილაძეს შეუძლია, სამართლიანი სასამართლოს წინაშე ამტკიცოს საკუთარი სიმართლე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, ელისო კილაძეს შეუძლია, სამართლიანი სასამართლოს წინაშე ამტკიცოს საკუთარი სიმართლე. გორდულაძის თქმით, დანაშაულს ვინც ჩადის, პასუხისგებაშიც მიეცემა. „ქოლცენტრები“ მძიმე დანაშაულია, რომელიც თაღლითური გზით სხვისი ქონების მითვისებისკენაა მიმართული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ცდილობდნენ, ადამიანების ქონება მიეთვისებინათ და მიითვისეს კიდეც. ვინც დანაშაულს ჩადის, აუცილებლად მოხდება კიდეც მისი პასუხისგებაში მიცემა.

წაკითხვა
უცხოეთი

ზელენსკი პუტინთან შესაძლო მოლაპარაკებებზე: ამ ომის დასასრულებლად და დიპლომატიაზე გადასასვლელად ისტორიული საუბრები არ მჭირდება, პუტინზე არანაკლები ისტორიული წიგნები წამიკითხავს, მისი ქვეყნის შესახებ მეტი ვიცი, ვიდრე მან უკრაინაზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან პოტენციურ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსული მხარის, კერძოდ კი, პუტინის მხრიდან ისტორიაზე საუბარი მხოლოდ დროის გაჭიანურების ტაქტიკა იქნება. „ამ ომის დასასრულებლად და დიპლომატიაზე გადასასვლელად ისტორიული საუბრები არ მჭირდება. პუტინზე არანაკლები ისტორიული წიგნები წამიკითხავს და ბევრი რამ მისწავლია. მე მისი ქვეყნის შესახებ მეტი ვიცი, ვიდრე მან უკრაინის შესახებ.

წაკითხვა