სიახლეები

სიახლეები
მნიშვნელოვანი

პრემიერი: ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში მოთმინების კულტურა დაამკვიდრა, გახადა შესაძლებელი 2012 წელს გამარჯვების მოპოვება და 2022 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება

ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა, მივულოცო დაბადების დღე და 70 წლის იუბილე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი 2022 წლიდან, ქვეყანამ მოახერხა სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განმტკიცება. „როდესაც გარდატეხაზე და გარდამტეხ ცვლილებებზე არის საუბარი, შეუძლებელია, არ ვისაუბროთ ბატონი ბიძინა

წაკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების საკითხი, ვფიქრობ, უკეთ მოწესრიგებას საჭიროებს და მზად ვართ, ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ კერძო სექტორის ჩართულობით

კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების საკითხი, ვფიქრობ, უკეთ მოწესრიგებას საჭიროებს და მზად ვართ, ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ნაწილში საჭირო იქნება კერძო სექტორის ჩართულობაც, რათა მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება იქნას მიღებული. „უნდა მივიღოთ მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელიც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას და, მეორე

წაკითხვა
პოლიტიკა

გეკა გელაძე: უკომპრომისო ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული ორგანიზებული, კორუფციული, ნარკოტიკული, თუ ნებისმიერი სახის დანაშაულის მიმართ, რომელმაც შეიძლება ოდნავ მაინც შეარყიოს ქართული სახელმწიფოებრიობა

როგორც მოგეხსენებათ, თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, მის ყველა სამართალდამცავ უწყებას, უკომპრომისო ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული ორგანიზებული, კორუფციული, ნარკოტიკული, თუ ნებისმიერი სახის დანაშაულის მიმართ, რომელმაც შეიძლება ოდნავ მაინც შეარყიოს ქართული სახელმწიფოებრიობა, ზიანი მიაყენოს ქართულ საზოგადოებას და პრობლემები შეუქმნას ჩვენს მომავალ თაობებს, – განაცხადა ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ. „როგორც მოგეხსენებათ, თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, მის ყველა სამართალდამცავ უწყებას,

წაკითხვა
საზოგადოება

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „2026 წლის 18 თებერვალს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ვიზიტის შემდგომი ანგარიში. CPT დადებითად აფასებს, რომ დელეგაციას ვიზიტის ფარგლებში შესანიშნავი თანამშრომლობა და სრული მხარდაჭერა ჰქონდა როგორც

წაკითხვა
უცხოეთი

საფრანგეთმა რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული ტანკერი რამდენიმე მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა

საფრანგეთის ხელისუფლებამ ჯარიმის გადახდის შემდეგ GRINCH-ის ნავთობტანკერი, რომელიც რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის – გაათავისუფლა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ დაწერა. „ნავთობის ტანკერი GRINCH საფრანგეთის ტერიტორიულ წყლებს დატოვებს რამდენიმე მილიონი ევროს გადახდის შემდეგ, რომელიც ძვირი დაუჯდა. ევროპული სანქციების გვერდის ავლას თავისი ფასი აქვს. რუსეთი ვეღარ შეძლებს თავისი ომის დაუსჯელად დაფინანსებას ჩვენი სანაპიროების

წაკითხვა
პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: საფრთხეებზე, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი და ახალი ადმინისტრაცია საუბრობენ. ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველო იყო, როგორც მეორე ფრონტის ხაზის როლის მატარებელი, ამაზე თავად საუბრობენ დასავლეთში

საფრთხეებზე, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ახალი ადმინისტრაცია საუბრობენ. ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველო იყო, როგორც მეორე ფრონტის ხაზის როლის მატარებელი, ამაზე თავად საუბრობენ დასავლეთში. არაერთი ქვეყანა აღნიშნავდა ამას, მაგალითად, თურქეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ. მან საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებსა

წაკითხვა
უცხოეთი

Axios: აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ჟენევაში დასრულდა

ამერიკისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დასრულდა. ინფორმაციას გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს. ინფორმაციას ადასტურებენ ამერიკელი ჩინოვნიკებიც. დელეგაციები მოლაპარაკებების ადგილს უკვე ტოვებენ. მოლაპარაკებების მთავარი თემა ირანის ბირთვული პროგრამა იყო. რა შედეგებით დასრულდა შეხვედრა, უცნობია. ცნობისთვის, აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები რამდენიმე საათის წინ დაიწყო. ირანულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას

წაკითხვა
უცხოეთი

იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერი იულია ტიმოშენკო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.  ტიმოშენკოს თქმით, აპირებს თანმიმდევრულად დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა უკრაინისა და საერთაშორისო სასამართლოებში. ტიმოშენკოს თქმით, სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები იურიდიულ საფუძველს მოკლებული იყო და ოპოზიციაზე ზეწოლის მცდელობას წარმოადგენდა. „არ არსებობს არანაირი საქმე, არანაირი კანონის დარღვევა. ეს არის პოლიტიკური თავდასხმა ჩემზე, როგორც ოპოზიციური

წაკითხვა
სამართალი

ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

საქართველოს ყოფილი ვიცე – პრემიერი ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან. ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იკითხებიან.

წაკითხვა
სამართალი

შვილმკვდარი დედა ბრალდებულის დედას, ნინო ჟვანიას მიმართავს და მის დაპირებას ახსენებს

თბილისში, ანჯაფარიძს ქუჩაძე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობაში ბრალდებულებისა და დამკვეთების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. შვილმკვდარი დედის თქმით, ის ფაქტი, რომ პროკურატურა ძმებ კაკულიებისა და ბუსა ჟვანიასთვის ბრალის წარდგენას აპირებს, ამით ამ საქმისთვის წერტილი არ დასმულა – “ეს ალბათ მათი მხრიდან გამოცხადდა გახსნილად, აქ წერტილი არ დასმულა”.    მისმა დედამ ასეთი პირობა მომცა, თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი

წაკითხვა