სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქის, გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მას ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა
პროკურატურამ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ ადვოკატმა არა ზოჰრაბიანმა განაცხადა . მისი თქმით, კათოლიკოსს სომხეთის დატოვება ეკრძალება, რაც, ადვოკატის თქმით, ავსტრიაში დაგეგმილი ეპისკოპოსთა კრების ჩაშლას ისახავს მიზნად. ზოჰრაბიანმა განმარტა, რომ საქმე მასიატსოტნის ეპარქიის ყოფილი წინამძღვრის, არმან საროიანის წინააღმდეგ, რომელიც ადრე განკვეთილი იყო, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლის