სიახლეები

სიახლეები
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხორვატიის პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და ხორვატიას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო–ხორვატიას შორის სავაჭრო ურთიერთობების დადებით დინამიკას და ამ მიმართულებით კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს. მხარეებმა ასევე განიხილეს სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, ტურიზმის, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით.

წაკითხვა
ეკონომიკა

რამდენი ბინა შეიძინეს Eagle Hills-ის კრწანისის პროექტში უცხოელებმა? – ოპოზიციის პროგნოზი კიდევ ერთხელ ჩავარდა

პრემიერის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დაანონსებული 15 000-დოლარიანი ფასის მიუხედავად, რეალურად გარემონტებული ბინის საწყისი ფასი, კვადრატულ მეტრზე 1 650 დოლარს შეადგენს. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, წინასწარი გაყიდვების ფარგლებში, უკვე 257 ბინა გაიყიდა, საიდანაც 147 ბინა- ქართველმა მოქალაქეებმა შეიძინეს, 110 – კი უცხოელებმა. კობახიძის თქმით, 257 ბინიდან არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, მხოლოდ 8 ბინა იყიდეს. “იგლ ჰილსის კრწანისის პროექტში წინასწარი

წაკითხვა
საზოგადოება

გივი მიქანაძე – წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით, 2 000-ით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება – ამას დაემატება პროფესიულ პროგრამებზე მისაღები დაახლოებით, 10 000 სტუდენტი

წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით, 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება – ამას დაემატება პროფესიულ პროგრამებზე მისაღები დაახლოებით, 10 000 სტუდენტი, რომელიც განათლებას, ასევე, სრულიად უფასოდ მიიღებს, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ შესაბამისად,

წაკითხვა
პოლიტიკა

ხორვატიის პრეზიდენტი: ვნახე მინისტრები ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში მიტინგებში მონაწილეობისთვის და ოპოზიციას შეუერთდნენ. ვფიქრობდი, მე როგორ ვიგრძნობდი თავს, ეს პოლიტიკოსები რომ ჩამოსულიყვნენ ჩემს ქვეყანაში, ჩემს დედაქალაქში, ცენტრალურ მოედანზე.

ვნახე მინისტრები ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში მიტინგებში მონაწილეობისთვის და ოპოზიციას შეუერთდნენ. ვინც არ უნდა იყვნენ, არ მაინტერესებს პოლიტიკური მხარეები საქართველოში, არცერთ მხარეზე არ უნდა დადგე, – ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მისთვის მიუღებელია იდეა, რომ წნეხს ახორციელებ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც

წაკითხვა
პოლიტიკა

ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოშია

ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერი, ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოშია. ზორან მილანოვიჩის დახვედრის ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ზორან მილანოვიჩი საქართველოს მეუღლესთან, სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი ზორან მილანოვიჩს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. დაგეგმილია

წაკითხვა
უცხოეთი

Anadolu-ს ფოტოები: ირანმა თეირანში თელ-ავივის პოტენციურ სამიზნეებზე გამაფრთხილებელი ბილბორდი განათავსა

თეირანი, ირანი – 9 თებერვალი: გიგანტური ბილბორდი, რომელზეც გამოსახულია ისრაელის თელ-ავივის ტერიტორიაზე პოტენციური სამიზნეების რუკა და გამაფრთხილებელი წარწერა „თქვენ დაიწყეთ, ჩვენ დავასრულებთ!“, ჩანს პალესტინის მოედანზე, როდესაც ხალხი მოძრაობს თეირანში, ირანი, 2026 წლის 9 თებერვალს. (ფოტოგრაფი: ფატემე ბაჰრამი – თურქული მედიაგამოცემა ,,ანადოლუ”)

წაკითხვა
ეკონომიკა საზოგადოება

„სანტეს“ იურისტი: ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა ნედლეულის ფასი. რაც უფრო მეტი ფერმა იქნება, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის, რადგან რძის ფასი გაიაფდება და შესაბამისად გამოიწვევს საბოლოო პროდუქტის ფასის გაიაფებას

კომპანია „სანტეს“ წარმომადგენელმა გიორგი გეწაძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე კომპანიის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევაზე ისაუბრა. გიორგი გეწაძის განმარტებით, კომპანიისთვის მთავარი პრობლემა ნედლეულის ფასია. ის მომწოდებლების რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ თუ ფერმერული სექტორი განვითარდება და რძის მწარმოებელი მეტი კომპანია გაჩნდება, კონკურენცია გაიზრდება, რძე გაიაფდება და

წაკითხვა
უცხოეთი

ფაშინიანი: მე ძალიან პირდაპირი და თბილი ურთიერთობა მაქვს პუტინთან და პრემიერ მიშუსტინთან, ეს ჩვენი სტრატეგიაა

რუსეთის ინტერესების ზიანის მიყენება ჩვენს დღის წესრიგში არ არის, არ ყოფილა და არც იქნება, ეს გამორიცხულია; ვერავინ შეძლებს ჩვენს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედების ლოგიკაში ჩათრევას. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ [ანუ რუსეთი] რუსეთს არ ვიბრძოლებთ. მე ძალიან პირდაპირი და თბილი ურთიერთობა მაქვს [რუსეთის პრეზიდენტ] პუტინთან და [პრემიერ-მინისტრ] მიშუსტინთან;

წაკითხვა
უცხოეთი

ჯეი დი ვენსმა წაშალა X პოსტი, რომელშიც ორჯერ იყო ნახსენები სომხების გენოციდი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსის X ანგარიშიდან წაიშალა პოსტი ერევანში, სომხების გენოციდის მემორიალზე ვიზიტის შესახებ. პოსტში ორჯერ იყო ნახსენები ტერმინი „სომხების გენოციდი“. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ზემოხსენებული პოსტი შეიცვალა მისი პრესმდივნის, ტეილორ ვან კირკის პოსტით, რომელიც ერევანში, სომეხთა გენოციდის მემორიალთან ვიზიტს ეხებოდა და მასში ნათქვამია: „ვიცე-პრეზიდენტი და მისი მეუღლე სომხეთში ვიზიტის ბოლო დღეს ყვავილებს დებენ მარადიულ ცეცხლთან და

წაკითხვა
ეკონომიკა

საქართველომ, აზერბაიჯანმა, უზბეკეთმა და თურქმანეთმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს, რომელიც მოიცავს შუა დერეფნის გასწვრივ სატვირთო გადაზიდვების განვითარებას

დღეს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარეს როვშან რუსტამოვს , თურქმენეთის რკინიგზის ტრანსპორტის მინისტრს მამედ აკმამედოვს , უზბეკეთის რკინიგზის სააქციო საზოგადოების საბჭოს თავმჯდომარეს ზუფარ ნარზულაევსა და საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს ლაშა აბაშიძეს შორის. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს რკინიგზის სექტორში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები, მათ შორის შუა დერეფნის გასწვრივ, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო მარშრუტია. ასევე გაიმართა მოსაზრებების გაცვლა შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა

წაკითხვა