სიახლეები

სიახლეები
პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანა ერთი ან ორი თანამშრომლით არ ხორციელდება

როგორც ყოფილ პატიმარს და უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც წლების განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში ბევრ პატიმარს შევხვდი, არაერთი მესიჯი და კომენტარი მივიღე სოციალურ ქსელში მსჯავრდებულ გ.დ. სთან დაკავშირებით, როცა დახურული, მაღალი რისკის დაწესებულებიდან გასული წლის ვიდეოჩანაწერი არსებობს, ეს მაღალი სტანდარტია, რომელიც შესაძლოა ევროპულ დემოკრატიებშიც ვერ იპოვოთ,- წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

წაკითხვა
უცხოეთი

ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა, რომელიც 29 ნოემბერს ჩატარდება. საკუთარ გადაწყვეტილებაზე მან პრესკონფერენციაზე ილაპარაკა. „დღეს დილით მივიღე გადაწყვეტილება, მოვიწვიო მინისტრთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა პარლამენტის დაშლისა და საყოველთაო არჩევნების დანიშვნის მიზნით, რომელიც კანონით დადგენილ ვადებში კვირას, 29 ნოემბერს გაიმართება“, – განაცხადა მან. ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც ქვეყნის პარლამენტმა პარასკევს ჩააგდო ინიციატივების სერია,

წაკითხვა
უცხოეთი

ესპანეთში წყალდიდობას 102 წლის ქალი ემსხვერპლა

ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მადრიგერაში უხვმა ნალექმა ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. 4 000-მდე მცხოვრებიან მცირე დასახლებაში რეკორდული ოდენობის ნალექი — 1 კვადრატულ მეტრზე 140 ლიტრი წყალი მოვიდა. სამაშველო ოპერაციის ფარგლებში 90-მდე ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი მთავრობა თვალყურს ადევნებს სიტუაციას. მან ასევე სამძიმარი გამოუცხადა მადრიგერასში წყალდიდობისას დაღუპული ქალის ოჯახს.

წაკითხვა
პოლიტიკა

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. პროექტ ევრომონიტორის ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა. საქართველოს პარლამენტმა შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი მიიღო და ევროპის საუკეთესო ათეულში დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ წინა, ანუ 2024 წლის შეფასებით საქართველო პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით ევროპაში  16-ე პოზიციაზე იყო. 2025 წლის პარლამენტის ნდობის ინდექსის მიხედვით

წაკითხვა
სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 9 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1203 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1203 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 145 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 850 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო

წაკითხვა
სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, მის მართვაში არსებულ ავტომობილის სათადარიგო აკუმულატორში, სპეციალურად

წაკითხვა
საზოგადოება

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, ბათუმის №26 საჯარო სკოლასთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრი მოინახულა

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ბათუმის №26 საჯარო სკოლასთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრი მოინახულა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებსა და ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და ცენტრში განხორციელებულ საქმიანობას გაეცნო, – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, ინკლუზიური განათლების ცენტრი 2016 წლიდან ფუნქციონირებს. მისი საქმიანობა სასწავლო პროცესთან არის

წაკითხვა
პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების საქართველოდან გასვლას უცხოური დაფინანსების რეგულირების ახალი პოლიტიკის შედეგად აფასებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, „Deutsche Welle“-ს მიერ გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, რომ ფონდების საგრანტო პროგრამების ფარგლებში საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა, პროგრამის თითოეული ელემენტი ხელისუფლების პრიორიტეტებისთვის დაექვემდებარებინათ. მისივე შეფასებით, ფონდების განცხადება, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში მათი საქმიანობის გაგრძელებას

წაკითხვა
უცხოეთი

POLITICO: შავი ზღვის ბლოკადით გამოწვეული ექსპორტის კრიზისის ფონზე, პოლონეთმა და რუმინეთმა უარი თქვეს უკრაინისთვის მარცვლეულის ექსპორტში დახმარებაზე

შავი ზღვის ბლოკადით გამოწვეული ექსპორტის კრიზისის ფონზე, პოლონეთმა და რუმინეთმა უარი თქვეს უკრაინისთვის მარცვლეულის ექსპორტში დახმარებაზე, – წერს POLITICO. გამოცემის ცნობით, ოფიციალური ვარშავა და ბუქარესტი აცხადებენ, რომ მათ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევა არ შეუძლიათ. რუმინელი ოფიციალური პირების თქმით, უკრაინული მარცვლეულის ჭარბი რაოდენობა რუმინელ ფერმერებს საკუთარი პროდუქციის გაყიდვაში ხელს შეუშლის. იგივე პოზიცია აქვთ ვარშავაშიც.

წაკითხვა
სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური: 2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 სთ-ზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, ასევე საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.

2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 სთ-ზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, ასევე საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შეეთავაზა გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. შესაბამისად, გიორგი დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს

წაკითხვა