ჰავაიზე ცნობილი ჰოლეის ზღვის თაღი ჩამოინგრა
ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში მდებარე 27-მეტრიანი ჰოლეის ზღვის თაღი წყნარ ოკეანეში ჩამოინგრა. ინფორმაცია პარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ლეგენდარული ბუნებრივი თაღი 23 სექტემბერს ჯერ კიდევ ადგილზე იყო, თუმცა 27 სექტემბრის საღამოსთვის უკვე გაუჩინარდა. ჩამოშლის ზუსტი მომენტი აღნუსხული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ტროპიკულ შტორმ „ნოლოს“ დროს მოხდა, რომელსაც ძლიერი ტალღები ახლდა. ჰავაის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა