ირაკლი კობახიძე – ნიკა გვარამიასა და მისი მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა მე ვერ მექნება, რადგან ეს ადამიანები შეგნებულად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მათ მიმართ მე მართლა ნული პოლიტიკური თანაგრძნობა მაქვს
ნიკა გვარამიასა და მისი მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა მე ვერ მექნება, რადგან ეს ადამიანები შეგნებულად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვინც დგას რუსთაველის გამზირზე და გვარამიას მიჰყვება, მათ მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა ნულია. „ვინც დგას რუსთაველის გამზირზე და გვარამიას მიჰყვება, ეს პირობითი გვარამიაა,